მოზარდების მკვლელობის საქმე - ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა
საზოგადოება - 10:09, 01 Dec, 2018     1965

2017 წლის პირველი დეკემბერი - ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს 51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე მოკლეს. მომხდარს დავით სარალიძისა და ლევანდ ადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევაში 15-მდე მოზარდი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ როგორც 51-ე საჯარო სკოლის, ასევე პირველი ექსპერიმენტალური სკოლის უფროსკლასელები.

როგორც ცნობილია, კონფლიქტი 51-ე საჯარო სკოლის საპირფარეშოში დაიწყო და მოგვიანებით სწორედ ხორავას ქუჩაზე მდებარე ფარდულში გადაინაცვლა.

სისხლიანი გარჩევის დროს მიყენებული მძიმე დაზიანებების გამო ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი სამედიცინო დაწესებულებაში. მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

გამოძიება დღემდე მიმდინარეობს, თუმცა დავით სარალიძის მკვლელი კვლავ არ არის დაკავებული. პირველი ინფორმაცია შემტხვევის ადგილზე მტკიცებულებების განადურების შესახებ 2018 წლის წლის 19 იანვარს გავრცელდა. როგორც „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა აცხადებდა, ინციდენტში მონაწილე მოზარდები გავლენიანი პირების შვილები და ახლობლები იყვნენ და სწორედ ამიტომ განადგურდა მტკიცებულებები.

მომხდარში გამოიკვეთა პროკურატურის მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის სახელი და ინციდენტშ მონაწილის მიხეილ კალანდიას სახელი. როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, მოზარდებს შორის კონფლიქტი მირზა სუბელიანის ვაჟის გამო დაიწყო, რომელმაც დახმარება მის ახლობელს მიხეილ კალანდიას სთხოვა და სწორედ ასე წარმოიქმნა კონფლიქტი და დასრულდა მოზარდების მკვლელობით.

სამარტალდამცავებმა ორი მოზარდი დააკავეს.

მიმდინარე წლის 31 მაისს მომხდარზე სასამართლო პროცესი გაიმართა, ერთ-ერთი ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში, მეორე ბრალდებული შემთხვევაში მუხლი გადაკვალიფიცირდა და დამნაშავედ იქნა ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობის კუთხით.

აღნიშნულ პროტესტი გამოიწვია, რის შედეგადაც რამდენიმე დღის განმავლობაში მასშტაბური აქციები იმართებოდა მტავარ პროკურატურასთან და რუსთაველის გამზირზე. აღნიშნულს საქართველოს მტავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ტანამდებობიდან გადადგომა მოჰყვა.

რამდენიმე თვის წინ შექმნილი კრიზისული ვითარებსი გამო, სამართალდამცავებს ჩაბარდა საქმეში მონაწილე მირზა სუბელიანი, რომელმაც მკვლელობის მტკიცებულებები გააყალბა. თუმცა მას ბრალი მსუბუქი მუხლით წარედგინა.

შვილმოკლული მამა მისი შვილის მკვლელობიდან ერთი წლის მერე კვლავ განაგრძობს ბრძოლას სამართლის მოსაპოვებლად. ზაზა სარალიძის პროტესტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტში შენობის წინ გრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42