ავტომატური შერჩევის ბარათით პენსიონერმა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მოიგო!!!
საზოგადოება - 17:01, 29 Nov, 2018     1879

დაარსებიდან 9 თვეში „საქართველოს ეროვნულ ლატარიაში“ ჯეკპოტი უკვე მეორედ გათამაშდა. ლოტო „6/36“-ის მეორე ჯეკპოტის - 547 235 ლარის მფლობელი გახდა პენსიონერი თბილისიდან ივანე სომხიშვილი, რომელსაც მოგებული თანხა უკვე გადაეცა.

ივანე სომხიშვილი ლატარიას სისტემატურად თამაშობს. მან ტრადიციას არც 16 ნოემბერს უღალატა და, ჩვეულებისამებრ, ლოტო „6/36“-ის ბილეთი თბილისში, ორთაჭალაში მდებარე ნაცნობ ჯიხურში გათამაშებამდე ერთი საათით ადრე ავტომატური შერჩევის წესით შეიძინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბარათზე ციფრების კომბინაციას კომპიუტერი არჩევს. და ის, სულ რაღაც, ერთ საათში ჯეკპოტის მფლობელი გახდა.

„სისტემატურად ვთამაშობ ლოტო „6/36“-ს, არცერთი გათამაშება არ ჩამიგდია. ჯეკპოტი რომ მოვიგე, მეორე დღეს გავიგე, სიხარულისგან გონი არ მეკითხებოდა. მოგებული თანხით შვილიშვილს, რომელიც მალე დაოჯახებას გეგმავს, ბინას შევუძენ და გავურემონტებ. მართლაც რომ სასწაულია, რომელსაც არანაირად არ ველოდი. მადლობა ამ სიხარულისთვის „საქართველოს ეროვნულ ლატარიას“, - განაცხადა ივანე სომხიშვილმა.

„საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ“ დაარსების დღიდან, ანუ 9 თვეში, 12 მილიონ ლარამდე მოგება გასცა. გახდი მილიონერი და დაუჯერე ნიშნებს, მოგება შეუძლია ყველას!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42