"კანალიზაციის მილიდან ვირთხები ამოდიან და „დასეირნობენ", სად წავიდე?" - აფხაზეთიდან დევნილი მარტოხელა 3 შვილს ზრდის გაუსაძლის პირობებში ზრდის
საზოგადოება - 11:02, 29 Nov, 2018     1789
აფხაზეთიდან დევნილი მარტოხელა დედა ვიოლა კირცხალია სამ შვილს ზრდის გაუსაძლის პირობებში. ბავშვებს არ ჰყოფნით საკვები, ხშირად შიმშილობენ, ავადმყოფობენ, არ გააჩნიათ თბილი ტანსაცმელი...

31 წლის ვიოლა სასოწარკვეთაშია და დახმარებას ითხოვს! „ვცხოვრობ ნაქირავებ ბინაში, ყოველთვიურად 200 ლარს ვიხდი, სოციალური შემწეობა თითქმის ქირის დაფარვაში მიდის...აქ აუტანელი პირობებია, მაგრამ რა უნდა ვქნა? სად წავიდე? ოთახში კედლები დაბზარულია, ხოლო კანალიზაციის მილიდან ვირთხები ამოდიან და „დასეირნობენ. შიშისგან ღამეები არ გვძინავს. ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ღამით საწოლში ვირთხას გავუღვიძებივარ. დილით რომ ავდგები, ოთახი სავსეა ვირთხების ექსკრემენტებით. ძალიან მეშია, რომ რაიმე ინფექცია არ შემოიტანონ და გადასდონ ბავშვებს“, - გვიყვება ვიოლა.

ყველაზე უფროსი - ანასტასია, 9 წლის არის, ილია- 7 წლის, ხოლო ევა - წლინახევრის. ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ, რადგან ოთხში ცივა, ხოლო მარტოხელა დედას არც გათბობის ფული აქვს და არც წამლების საყიდელი. „ვრეცხავ ცივ წყალში ხელით და უკვე რევმატიზმი მაწუხებს...არ ვიცი, როგორ გავუძლებთ ამ ზამთარს, როგორ გამოვალთ ამ უკიდურესი გაჭირვებიდან?! მე კეთილი ადამიანების დახმარების იმედი მაქვს“, - ამბობს ვიოლა კირცხალია.

მეგობრებო, ამ ოჯახს ჩვენი თანადგომა და დახმარება ესაჭიროება. მოდით, გავუწოდოთ ამ ბავშვებს დახმარების ხელი. ვიოლას თქმით, მათ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად საკვები პროდუქტები და გაზქურა ესაჭიროებათ!

შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: კირცხალიების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან: chernovetskyifund.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42