ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს
საზოგადოება - 16:23, 27 Nov, 2018     1487

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან, შალვა თადუმაძესთან შეხვედრას ითხოვს. სარალიძე აცხადებს, რომ ტადუმაძე მას შეხვედრას რამდენიმე თვის წინ დაჰპირდა, კონტაქტზე კი პროკურატურიდან ამ დრომდე არავინ გასულა.

„როცა თადუმაძეს შევხვდი, დამპირდა, 2-3 კვირაში დაგიძახებ, შევხვდეთ და გავიაროთ ყველაფერიო, ის 2-3 კვირა კი 4-5 თვე გაიწელა. მოვითხოვ, პირადად მასთან შეხვედრას, ამ საქმის პროკურორების თანდასწრებით, რომ ჩამაყენოს საქმის კურსში. ქალბატონი ეკა ბესელია გამოდის და ბრალდებებს აყენებს ჩემს წინაშე, დაზარალებული მხარე არ ესწრება პროცესებსო. როდის მერე გავხდი მხარე? ცოტა ტვინი დააყოლონ რა ბრალდებებს ისვრიან ჩემს წინააღმდეგ.

თადუმაძეს მოვთხოვ პირდაპირ, გააკეთოს განმარტება, რასაც ივანიშვილი, ბესელია, ოხანაშვილი, მდინარაძე და ისინი აცხადებენ, დაველოდოთ სააპელაციო და უზენაეს სასამართლოსო. პროკურორმა შიგნითაც მითხრა პროცესზე, რომ მორჩება დავილაპარაკოთო. სად არის? ალბათ, სათქმელი არაფერი აქვთ ჩემთან. ისე გაიპარნენ, არაფერი გამიგია. რისთვის მაცდევინეს? პროკურატურა უნდა იყოს და ალბათ ასე წერია საქართველოს კოდექსშიც, რომ პროკურორი არის ჩემი წარმომადგენელი პროცესზე. საერთოდ კომუნიკაცია არ გამაჩნია მათთან, არაფერზე მაყენებენ საქმის კურსში. პროცესის დაწყებამდე ქალბატონი მეუბნება, მე ამ საქმის პროკურორი ვარ და არა სხვა საქმისო. რას ქვია ეს საქმე და სხვა საქმე? ანუ გაყალბებული საქმის პროკურორია, რომ ბოლომდე მიიყვანოს, როგორც თვითონ უნდათ? მასე სადაა? მოვითხოვ თადუმაძისგან, გააკეთოს განმარტება, რომ სასამართლო და მოსამართლე არ არის უფლებამოსილი საქმეში ახალი ფიგურანტი შემოიყვანოს", - განაცხადა სარალიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42