კომპანია თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 27 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
საბურთალოს რაიონი
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის, ჭილაიას და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IIIა მიკრორაიონის და სესილია თაყაიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და იმედაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






