ქალაქ ზუგდიდის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის ეფექტიანად განვითარებისთვის 2019 წლიდან გენერალური გეგმა შემუშავდება
საზოგადოება - 15:25, 26 Nov, 2018     1629
სახელმწიფო რწმუნებულის, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით, დარგის სპეციალისტებისა და საზოგადოების უშუალო ჩართულობის შედეგად, ქალაქ ზუგდიდის მიწათსარგებლობის გეგმა შემუშავდება, რომელიც მოიცავს როგორც ურბანული განვითარების კონცეფციას, ისე აუცილებელი რეგულაციების დაწესებას მიწათსარგებლობის მხრივ.

ინიციატივის მიზანია, სრულად გამოირიცხოს სხვა ქალაქებში არსებული მავნე პრაქტიკა ქაოსური მშენებლობების სახით, მაქსიმალურად შენარჩუნდეს ქალაქის არქიტექტურული იერსახე და ამავე დროს, მისი ურბანული განვითარება გადავიდეს ახალ ეტაპზე, რომელიც აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვისთვის, ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის.

ამასთანავე, გენერალური გეგმის დოკუმენტის დამტკიცება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეებისა და დარგის სპეციალისტების ერთობლივი ხედვისა და კონსენსუსის შედეგად.

ქ. ზუგდიდის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის შემუშავებისთვის 2019 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა შესაბამისი ფინანსური რესურსი.

აღსანიშნავია, რომ ქ. ზუგდიდში მნიშვნელოვნად იმატა ინვესტიციის მსურველ კომპანიათა რიცხვმა. მათ შორის, მნიშვნელოვანია დეველოპერული კომპანია „m² უძრავი ქონების“ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტის კონცეფცია, რომელიც კომპანიამ 25 ნოემბერს საზოგადოებას წარუდგინა. ღონისძიება ჩატარდა ზუგდიდის ცენტრში, სკეიტპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

პრეზენტაციას დაესწრნენ „m²“-ის პარტნიორი ორგანიზაციები, ზუგდიდის მერიის, საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაცია და მედია. სასტუმროს კონცეფციის წარდგენის შემდეგ, 18:00 საათზე ზუგდიდის მაცხოვრებლებისთვის m²“ -ის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა სტეფანეს კონცერტი.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ახალი სასტუმრო პირველი საერთაშორისო ბრენდი იქნება ზუგდიდში. ამასთანავე, სასტუმროს კონცეფცია თავსებადია ზუგდიდის არქიტექტურასთან და გამოირჩევა თავისი მდებარეობით. პროექტი თანამედროვე აღჭურვილობისა და დიზაინის 130 ნომერს აერთიანებს. უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების გეგმა, რომლითაც სასტუმროს ოპერირებისთვის 200-ზე მეტი სამუშაო ადგილია განსაზღვრული. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება კი 30 მილიონი ლარია.

„ეს იქნება პირველი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ქალაქში. პროექტი უმნიშვნელოვანესია რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის და უპირობოდ მნიშვნელოვანი - ტურისტების მოსაზიდად. ზუგდიდი ის ქალაქია, რომელსაც განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ამავდროულად, ცხადია, 30 მილიონი ლარის ინვესტიცია დასაქმების გაზრდის გარანტია, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ინიციატივას ადგილობრივი მოსახლეობისთვის. დღეს, მაშინ როცა სასტუმროს მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, ჩვენი კორპორაციული კულტურიდან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნიეთ, კონცეფცია გაგვეცნო ყველა დაინტერესებული მხარისთვის, რადგან ნებისმიერი პროექტის დაწყებამდე მიღებული უკუკავშირი ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, - ამბობს ირაკლი ბურდილაძე, „m2“-ის გენერალური დირექტორი.

აღნიშნული სასტუმროს პროექტის დეტალებზე მსჯელობა ქალაქის გენერალური გეგმის ფარგლებში გაგრძელდება. მისი მშენებლობა, ისევე როგორც სხვა ახალი არქიტექტურული პროექტის განხორციელება, შესაძლებელი იქნება ქ. ზუგდიდის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42