ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის VII შესახვევში ახალი სკვერი გაიხსნა
საზოგადოება - 17:10, 25 Nov, 2018     1092

ბერი გაბრიელ სალოსის VII შესახვევ N1 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყო. ისნის რაიონის გამგეობამ აღნიშნულ მისამართზე ინფრასტრუქტურული პროექტი მოსახლეობის თხოვნით განახორციელა, რომელსაც ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

სკვერში გამწვანების აქციაც გაიმართა, სადაც რაიონის გამგებელმა მოსახლეობასთან ერთად, მარადმწვანე ხეები დარგო.

„ნავთლუღში, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით კიდევ ერთი ლამაზი სკვერი მოვაწყვეთ. ამ რეკრეაციულ სივრცეში, რომელიც დღეს გავამწვანეთ, ახალგაზრდებისა და ბავშვების ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ჩვენს რაიონში მსგავს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მომავალშიც აქტიურად ჩავატარებთ“ - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

პროექტის ფარგლებში, ბერი გაბრიელ სალოსის VII შესახვევ N1 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოეწყო მრავალფუნქციური კალათბურთისა და ფეხბურთის სპორტული მოედანი, დაიდგა საბაღე სკამები, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები. ბილიკები მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით, ატრაქციონების ადგილას, ბავშვების უსაფრთხოებისთვის დაიგო სპეციალური რბილი იატაკი, მოეწყო ღობე და გარე განათების სისტემა.

პროექტი ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 114 525 ლარით დაფინანსდა.

ისნის რაიონის გამგეობა, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მომდევნო წელსაც არაერთ მისმამართზე გეგმავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42