თბილისში ირანის მოქალაქე სცემეს
შემთხვევა - 10:39, 22 Nov, 2018     1427
თბილისში ელბაქიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ღამის კლუბის მფლობელი ირანის მოქალაქე სცემეს.
შაჰრან ბარაეი კონკურენტი კლუბების დაცვის თანამშრომლებს ადანაშაულებს.


ირანის მოქალაქეს დაზიანებები სახისა და ფეხის არეში აქვს მიყენებული.

შაჰრან ბარაეიოს მეუღლე მარიამ ანთაური ჰყვება, რომ მისი მეუღლის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება პირველად არ მომხდარა.

„პოლიცია იყო მოსული, ნახეს, რომ ადამიანი იყო ნაცემი. პირველად რომ სცემეს, მაშინ არ იყო ასე ნაცემი და დააწერა, რომ პრეტენზია არ ჰქონია და წავიდა პოლიცია. მეორეჯერ რომ სცემეს უკვე უნდოდა საჩივრის დაწერა, მაგრამ ადგილზე, რომ გადაიყვანა პოლიციამ, არ ვიცი ზუსტად სად ჰყავდათ გადაყვანილი, იქ არ მისცეს საშუალება, რომ ადამიანს დაეწერა საჩივარი. თვიმხილველები არიან, არის ვიდეომასალა და ყველანაირად ვეცდები, რომ პოლიციას კიდევ მივაწვდინო ხმა,“ - აღნიშნავს მარიამ ანთაური.

მომხდართან დაკავშირებით ღამის კლუბ „თეირანის“ მენეჯერი სურიშ ქამქარიც საუბრობს.

„ეს ყველაფერი სათვალათვალო კამერებმა დააფიქსირეს, არსებობენ თვითმხილველებიც. ვიდეოჩანაწერები სამართალდამცავებმა უკვე ნახეს. მათ ინფრომაცია თავად დაშავებულმაც მიაწოდა, თუმცა პოლიციას მომხდარზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენია. მეორე კლუბის მეპატრონე აცხადებს, რომ აქვთ დიდი მაფიოზური ქსელი და სხვებს ამ ტერიტორიაზე მუშაობის საშუალებას არ მისცემს. ჩემთვის გაუგებარია, რატომ უშვებენ ამას საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები,“- აცხადებს სურიშ ქამქარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ირანის მოქალაქის გარდა დადგენილია ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირის ვინაობა. მომხდარზე ცემის მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42