ბოლო 10 წელში 2982 ტრანს ადამიანი მოკლეს - კვლევა
საზოგადოება - 12:11, 21 Nov, 2018     1238

"თანასწორობის მოძრაობის" ინფორმაციით, ტრანს ადამიანების მკვლელობები 2018 წელს წინა წელთან შედარებით 44 შემთხვევით გაიზარდა, ხოლო 2016 წელთან შედარებით 74 შემთხვევით. ამას ადასტურებს ანგარიში, რომელიც აქტივისტების ჯგუფმა “პატივისცემა ტრანსფობიის ნაცვლად” მოამზადა.

კვლევის მიხედვით, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან, 2018 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში ტრანსფობიურ ნიადაგზე მომხდარი 369 მკვლელობა აღნუსხა. რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანსგენდერი და არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ ჩადენილი რეგისტრირებული დანაშაულობების რაოდენობა იზრდება,

მკვლელობათა შემთხვევების უმეტესობა მოხდა:

ბრაზილიაში (167)

მექსიკაში (71)

აშშ-ში (28)

კოლუმბიაში (21)

ბოლო 10 წლის განმავლობაში, 2008 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 30 სექტემბრამდე, ტრანს ადამიანების მკვლელობის 2982 რეგისტრირებული შემთხვევაა აღნუსხული.

სტიგმა და დისკრიმინაცია არის სიღრმისეულად გამჯდარი დამოკიდებულება ტრანს ადამიანების მიმართ მთელს მსოფლიოში. ტრანსი და გენდერულად არაბინარული ადამიანები არიან მსხვერპლი შემაძრწუნებელი სიძულვილის დანაშაულების, გამოძალვის, ფიზიკური და სექსუალური თავდასხმებისა და მკვლელობების.

მკვლევართა ჯგუფი აღნიშნავს, რომ უმრავლეს ქვეყნებში ტრანს და გენდერულად არაბინარული ადამიანების მკვლელობების შესახებ მონაცემები არაა სრულყოფილად შესწავლილი, რის გამოც შეუძლებელია ტრანს ადამიანების მკვლელობების შესახებ ზუსტი ცნობების მოძიება.

ძალადობა ტრანს ადამიანების მიმართ ფარავს რასიზმს, სექსიზმს, ქსენოფობიას, სექს-მუშაკების საწინააღმდეგო განწყობებსა და დისკრიმინაციას. ამ ანგარიშის მონაცემები ცხადჰყოფს, რომ დაღუპული ტრანს ადამიანების 62%-ის პროფესია სექს-მუშაკობა იყო. აშშ-ში კი დაღუპული ტრანს ადამიანების უმრავლესობა (85%) ან აფროამერიკელი ან ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის ნაწილს შეადგენდნენ.

საფრანგეთში, იტალიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში, სადაც დიდი რაოდენობით მიგრანტი მიდის აფრიკიდან და ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან, დაღუპული სტრანსგენდერების დიდი ნაწილი – 65% იყვნენ მიგრანტები.

აღნიშნული მკვლელობები 2008 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 30 სექტემბრამდეა დაფიქსირებული





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42