23 წლის ლუკა ალიბეგაშვილს დაუდგინდა მწვავე მიელოიდური ლეიკემია, რომელიც მკურნალობას გადის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში. ლუკას ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა, რომლის ღირებულებაც შეადგენს 75000$.
სანამ გაიგებდა თავის დიაგნოზს, არაფერი აწუხებდა. ერთ დღეს სახლში დაღლილი მოვიდა, ზურგზე სისხლჩაქცევა შეამჩნია, ყურადღება არ მიაქცია... ასეთ უმნიშვნელო დეტალებს ხომ არავინ ვაქცევთ ყურადღებას... ღამე მუცელი ასტკივდა, ვერ დაიძინა. სასწრაფო რომ გამოიძახეს, აღმოჩნდა, რომ სხეულზე, ხელებზე და ფეხებზე კიდევ გასჩენოდა სისხლჩაქცევები...
მერე რა და როგორ მოხდა, ამის მოყოლას არ დავიწყებთ... ფაქტი ერთია, 1 ოტქომბრის შემდეგ ლუკას ცხოვრება თავდაყირა დადგა.
27 ნოემბერს, ივენთ ჰოლში #ლუკასთვის კონცერტს:
სტეფანე
ლელა წურწუმია (live music performance)& Non Stop Band
SPARKLE
დათო ევგენიძე
ნატო გელაშვილი
ქუჩის ბიჭები
ნინი ქარსელაძე
მარიკა თხელიძე
თიკა ჯამბურია
ნინი ბადურაშვილი
ელენე კალანდაძე
აჩიკო ნიჟარაძე
ფორტე
მარიკო ებრალიძე
აჩი ფურცელაძე
თეატრალური კვარტეტი
წამყვანი: დუტა სხირტლაძე

მასალის გამოყენების პირობები






