საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზმი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ "ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეკლესიები შესაძლოა უსახლკაროთა თავშესაფრად მოეწყოს, სიმართლეს არ შეესაბამება".
მისი თქმით, ეკლესია არ შეიძლება თავშესაფრად მოეწყოს და გადაკეთდეს, ეკლესიას თავისი მისია აქვს.
„ინტერნეტსივრცეში ეკლესიის შესახებ ხშირად ვრცელდება არაზუსტი ინფორმაცია და ამას არასწორი ინტერპრეტაციები მოსდევს ხოლმე. ასე მოხდა გუშინაც, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პატრიარქი ამბობს, რომ ეკლესიები შეიძლება უსახლკაროთა თავშესაფრად მოეწყოს. ეს სიმარლეს არ შეესაბამება.
მის უწმინდესობას ასეთი რამ არ უთქვამს. ელემენტარულია, რომ ეკლესია არ შეიძლება თავშესაფრად მოეწყოს გადაკეთდეს, ეკლესიას თავისი მისია აქვს. ასეთი განცხადებები, მით უმეტეს პატრიარქის სახელით, უნებლიედ ან მიზანმიმართულად ემსხაურება ცრუ და არასწორი მოლოდინების გაჩენას და იმ ღვაწლის ჩრდილის მიყენებას, რასაც ეკლესია სოციალური მსახურების კუთხით მრავალი წელია ეწევა.
ეკლესიის წიაღში ფუნქციონირებს მზრუნველობამოკლებული ბავშვების სახლი, პალიატიური ცენტრი, უპოვართათვის ფუნქციონირებს სასადილოები, მაგრამ ეკლესია ამის აფიშირებას არ აკეთებს, რადგან ეს საჭიროდ არ მიაჩნია", -განაცხადა დეკანოზმა ანდრეა ჯაღმაიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






