თსუ-ში პროფესორ გიორგი ხუციშვილის დაბადების 70-წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
საზოგადოება - 16:45, 20 Nov, 2018     924

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორ გიორგი ხუციშვილის დაბადების 70-წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ გაიხსენა გიორგი ხუციშვილთან მისი თანამშრომლობა განათლების სფეროში, იმ დროისთვის უცხო მიმართულების - კონფლიქტოლოგიის ჩამოყალიბება თსუ-ში: „კონფლიქტოლოგია დღეს უკვე ჩამოყალიბებული და შემდგარი დარგია საქართველოში და ეს გოგი ხუციშვილის დამსახურებაა. მას ძალიან ბევრი საინტერესო კვლევა ჰქონდა სხვადასხვა კონფლიქტის გადაჭრის გზების, ტრავმების, სხვა საკითხებთან დაკავშირებით.“ გამომსვლელებმა ისაუბრეს გიორგი ხუციშვილის მოღვაწეობასა და მის წვლილზე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის საქმეში საქართველოსა და კავკასიის რეგიონში. „გიორგი ხუციშვილმა პირველად დაიწყო კონფლიქტოლოგიის შესწავლა საქართველოში. ის, ამავე დროს, იყო ძალიან მაღალი დონის მკვლევარი, მედიატორი, შეეძლო ძალიან სერიოზული მოლაპარაკებების წარმოება. გავიხსენებ 2008 წელს, ომის შემდეგ მან მოახერხა სტამბულში მოეწყო შეხვედრა ქართველი და რუსი მკვლევრებისა, სადაც მედიატორის ძალიან დიდი უნარები გამოავლინა,“- აღნიშნა თსუ პროფესორმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ.

„გიორგი ხუციშვილმა და მე დავაფუძნეთ კავკასიის რეგიონული კვლევების ასოციაცია, სადაც იგი აქტიურად მუშაობდა და ყოველთვის ცდილობდა წვლილი შეეტანა კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაში. ამავე დროს, ის ცდილობდა ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორების და სტუდენტების ჩართვას ამ პროცესებში. გიორგი ხუციშვილს ჰქონდა უამრავი პუბლიკაცია როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ხასიათის,“- განაცხადა თსუ პროფესორმა ალექსანდრე კუხიანიძემ.

ღონისძიებაზე ფილოსოფიის მენიერებათა დოქტორის, პროფესორ გიორგი ხუციშვილის ნაშრომთა პრეზენტაცია გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42