სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტების დასაქმების პროექტების დანერგვას
საზოგადოება - 10:25, 19 Nov, 2018     1259

ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის და ახალგაზრდა კადრების მოზიდვის მიზნით სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს პროექტების განხორციელებას. გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, კომპანიაში „საზაფხულო დასაქმების პროგრამის“ ფარგლებში სტაჟირება გაიარა 29 სტუდენტმა. 5 სტუდენტი უკვე დასაქმდა. უახლოეს მომავალში ასევე დასაქმდება კიდევ 5 სტუდენტი, ხოლო დანარჩენი კანდიდატები უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაიწყებენ მუშაობას კომპანიაში.

„სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობამ მომცა შესაძლებლობა მიმეღო ის პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, რაც შეუძლებელია მხოლოდ თეორიის სწავლით უნივერსიტეტში. სწავლების პერიოდი იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. სტაჟირების შედეგად, ადგილზე გავეცანი სამუშაო პროცესების მიმდინარეობას, რამაც საშუალება მომცა განმევითარებინა ის უნარ-ჩვევები, რაც მხოლოდ თეორიული მეცადინეობით პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სტაჟირების დასრულების შემდეგ კომპანიასთან გავაფორმე 6 თვიანი ხელშეკრულება და მაქვს მომავალი განვითარებისა და პროფესიული წინსვლის მოლოდინი“ - განაცხადა „საზაფხულო დასაქმების პროგრამის“ მონაწილემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა გოჩა კუჭუაშვილმა.

საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ ენერგეტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, ასევე პროფესიული კოლეჯების ენერგეტიკისა და ელექტრო ინჟინერიის მიმართულების სტუდენეტებს.

საზაფხულო დასაქმების პროგრამა მოიცავდა ორთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას. შერჩეულმა კანდიდატებმა გაიარეს სტაჟირება და ტრენინგები კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტში - შრომის დაცვის, დიაგნოსტიკის, სარელეო დაცვის, ელ. ქვესადგურების ექსპლუატაციის, მრიცხველების ლაბორატორიის, ოპერატიული მართვის, პროექტირების, ჰიდროელექტრო სადგურების, ენერგო ზედამხედველობის, აბონენტთა ქოლ ცენტრის და სხვა მიმართულებით. სტაჟირებები განხორციელდა როგორც კომპანიის სათაო ოფისში თბილისში, ასევე რეგიონულ ფილიალებში ქუთაისში, ბათუმში, ხაშურსა და თელავში.

სტაჟიორები განაწილებულები იყვნენ კომპანიის ფილიალებსა და დეპარტამენტებში. ამასთან, მიმართლების მიხედვით, ყველა სტაჟიორს ჰყავდა თავისი მენტორი. სტაჟირების დასრულების შემდეგ, მენტორებმა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების უფროსებმა მოისმინეს სტუდენტების მიერ მომზადებული დასკვნითი პრეზენტაციები და შეაფასეს თითოეული სტაჟიორი. პროგრამის ყველა სტაჟიორმა მიიღო დადებითი შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციები მომავალი დასაქმების პერსპექტივით.

„აღნიშნული დასაქმების პროგრამა შეიძლება ჩაითვალოს მკაფიო შეტყობინებად აბიტურიენტებისთვის, რათა დაინტერესდნენ და მომავალ პროფესიად სწორედ ენერგეტიკის დარგი აირჩიონ. ჩვენ კი მათ ვპირდებით, რომ წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ელოდებათ გარანტირებული სამუშაო ადგილები და სამომავლო წინსვლა ჩვენს კომპანიაში, რადგან დაინტერესებულები ვართ მოვიზიდოთ ახალგაზრდა კადრები ენერგეტიკის სექტორში.“ - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ განხორციელებული „საზაფხულო დასაქმების პროგრამა“ იყო საპილოტე პროექტი, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება და მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42