ზუგდიდში ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის და საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის კონფერენცია გაიმართება
საზოგადოება - 18:21, 18 Nov, 2018     1548

2018 წლის 19 ნოემბერს 12:00 საათზე ქ.ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნიის შენობაში, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია თემაზე

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული პილოტური პროექტის „ტუბერკულოზის, აივ ინფექციის და C ჰეპატიტის პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებული სკრინინგის“ შედეგების განხილვა

კონფერენციას დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული, მუნიციპალიტეტების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ხელმძღვანელები, რეგიონის სამედიცინო პერსონალი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები და სპეციალისტები.

ღონისძიებაზე გაიმართება წარმატებული ექიმების დაჯილდოება. კონფერენციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ

პროექტის მიზანია პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლების როლის გაზრდა C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ადრეულ გამოვლენასა და პრევენციაში. პროექტის პრაქტიკული განხორციელება დაიწყო მიმდინარე 2018 წლის 1 აპრილიდან.

პროექტის ამოცანებია:

· სამივე დაავადების მიმართ ცნობიერების ამაღლება მონაწილე მხარეებსა და ზოგად მოსახლეობაში;

· C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის სკრინინგისა და ადრეული გამოვლენის ეფექტური ინტეგრაციისთვის მდგრადი ადგილობრივი სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის დამყარება;

· საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების გაძლიერება C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის სკრინინგის ინტეგრირებული მოდელის დანერგვით, დეტალური პროტოკოლის გამოყენებით;

· რეგიონულ დონეზე მომსახურების მიმწოდებელთა გეოგრაფიული განაწილების აღრიცხვა და სპეციალიზებულ კლინიკებში ეფექტიანი რეფერალის სისტემის დანერგვა;

· მომსახურების მიმწოდებელთა შესაძლებლობების განვითარება და მომსახურების ხარისხის მონიტორინგში მონაწილე მხარეთა ჩართულობის გაზრდა;

· ქვეყნის მასშტაბით პროგრამის გაფართოების მიზნით მტკიცებულებებზე დამყარებული რეკომენდაციების შემუშავება.

გლობალური ფონდის მხარდაჭერით შემუშავდა „პირველადი ჯანდაცვის დონეზე C ჰეპატიტზე, აივ/შიდსსა და ტუბერკულოზზე ინტეგრირებული სკრინინგის პროტოკოლი“, გადამზადდა 440 ოჯახის ექიმი და ექთანი, ასევე ადგილებზე ხარისხის მართვის ჯგუფები.

ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით „C ჰეპატიტის მართვის“ და „აივ-ინფექცია/შიდსის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მათი უზრუნველყოფა სკრინინგისათვის აუცილებელი ტესტებითა და სახარჯი მასალებით, ანგარიშგების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა ხარისხის კონტროლი და ტექნიკური მხარდაჭერა, ოჯახის ექიმების მიერ რეფერირებული სკრინინგით დადებითი ბენეფიცირებისაგან საკვლევი მასალის აღება და კონფირმაცია.

ადგილობრივი თვითმმართველობები თავის მხრივ უზრუნველყოფენ პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და პროგრამის ადმინისტრირებაში ჩართული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების დაფინანსებას ყოველ ტესტირებულ პირზე 1.75 ლარის ოდენობით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მობილიზებული ფინანსური რესურსებით.

პროექტის მიმდინარეობის 7 თვის მონაცემებით (1 აპრილიდან 28 ოქტომბრამდე), როგორც სკრინინგით მოცვის, ასევე კონფირმაციისთვის მიმართვის მონაცემები მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს.

პროექტის განხორციელებამ მნიშვნელოვნად გაზარდა სამივე დაავადების სკრინინგით მოცვა, ხელი შეუწყო პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებას და რეფერალის გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ აისახა შემდგომი კვლევისთვის მიმართვის მაჩვენებელზე და დაავადებათა გამოვლენაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42