„ექიმებმა არ გამორიცხეს, რომ სარკომის წარმომშმობი მიზეზი, შესაძლოა ავტომანქანების გამონაბოლქვიც იყოს“
საზოგადოება - 12:19, 17 Nov, 2018     1990

ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები მიღწევებთან ერთად იმ პრობლემების შესახებ საუბრობენ, რის წინაშეც ჯერ კიდევ დგას ქვეყანა. ერთ–ერთ პრობლემად, სწორედ საქართველოში ჰაერის დაბინძურების საკითხია მოცემული.

ევროპარლამენტმა საქართველოს ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდა.

ფაქტია ეს პრობლემა ძალიან აქტუალურად დგას ქვეყანაში. გაზრდილი ონკოდაავადებები, ალერგიები უკვე მედიცინაში დილეტანტმა ადამიანებმაც კი იციან, რომ პირდაპირ კავშირში შეიძლება იყოს ავტომანქანების გამონაბოლქვსა და უხარისხო საწვავთან. არადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმება პირდაპირ გვავალდებულებს ამ საკითხის დარეგულირებას. ეს ყველა ჩვენთაგანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეხება. ამ პრობლემის მოგვარება პირდაპირ ეხება ჩვენს მომავალს.

ჩვენ ვესაუბრეთ 10 წლის საბას, მშობელს. საბა დაახლოებით 8 თვეა ონკოლოგიაში ყველაზე მძიმე დაავადებას, სარკომას ებრძვის. მასზე სხვადასხვა მედიასაშუალებებში არაერთი მიმართვა გავრცელდა, რომელშიც ოჯახი დახმარებას ითხოვდა. როგორ განვითარდება მოვლენები და როგორია საბას ამჟამინდელი მდგომარეობა, ამაზე საბას დედას ნინო ბაბაკიშვილს ვესაუბრეთ:

- როგორ აღმოაჩინეთ თავდაპირველად სარკომა, რა სიმპტომებით გამოვლინდა?

- სრულიად მოულოდნელად, მიმდინარე წლის იანვარში საბას ყელი ასტკივდა, შემდეგ კი მცირე ზომის ჯირკვალი გამოეზარდა. მანამდე არანაირი ჩივილი ჯანმრთელობის მხრივ ბავშვს არ ჰქონია. რამოდენიმე დღემ რომ ჩაიარა და ტკივილი არ ნელდებოდა, ბავშვი ექიმთან წავიყვანეთ. პირველივე გამოკვლევით, ექიმმა საეჭვოდ მიიჩნია, გადავიღეთ ეხო და უკვე ბიოფსიის საჭიორება დადგა. ორ დღეშივე თურქეთს მივაშურეთ, რადგან მივხვდით, რომ ონკოლოგიურ დაავადებას ეხებოდა საქმე.

- დაემთხვა თუ არა საქართველოში მიღებული კვლევის პასუხები თურქეთისას?

- დიახ, მეტიც, იქ ბიოფსიაზე დასვეს უკვე სარკომის დიაგნოზი, ქართველმა ექიმებმა კი ეს ვიზუალური და ეხოს საფუძველზე უკვე თქვეს, რომ ონკოლოგიურ დაავადებასთან გვქონდა საქმე.

- როგორ წარიმართა მკურნალობა თურქეთში?

- ღვთის მადლით, პირველი ეტაპი, რომელიც ქიმიოთერაპიის კურსს მოიცავდა, საბამ წარმატებით გადალახა. ამ დიაგნოზით ეს ძალიან იშვიათად ხდება. ამის მიზეზი ალბათ ისიც არის, რომ დროულად მოხდა რეაგირება.

- ეხლა რა ეტაპზეა საბას მკურნალობა?

- თებერვლიდან ოქტომბრის ჩათვლით, ჩვენ დავამთავრეთ ქიმიო და რადიო–თერაპიის კურსი. ამ ეტაპზე შევისვენებთ და შემდეგ უკვე სარეაბილიტაციო კურსების გავლა მოუწევს, რათა სრულად და ბოლომდე იქნას დამარცხებული ეს დაავადება.

- საქართველოში მომრავლებულია ონკოლოგიური დაავადებები, ამის ზუსტი სტატისტიკა არ ვიცით, მაგრამ გახშირებული და გახმაურებული შემთხვევები საკმაოდ ბევრ კითხვებს ბადებს. ხომ არ გქონდათ თურქ ექიმებთან საუბარი, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს მსგავსი ფაქტების სიხშირე?

- რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენს თავსაც და ექიმებსაც ამ კითხვას ვუსვამდით, საიდან აღმოჩნდა ეს ვერაგი დაავადება საბას ორგანიზმში. ამის კონკრეტული პასუხი არ არის, თუმცა თურქეთშიც და საქართველოშიც ცალსახად, ერთ–ერთ გამომწვევ მიზეზად ეკოლოგიას და კონკრეტულად ამვტომანქანების გამონაბოლქვს ასახელებენ. როგორც ამიხსნეს, შავი კვმალი, ბავშვებისთვისაა საშიში. მე ფილოლოგი ვარ, საბას მამა კი ჟურნალისტი, ჩვენც მოვიძიეთ მასალები. როგორც აღმოჩნდა როდესაც დიზელი ხვდება ძრავში, მისი აალებით გამოიყოფა აზოტის ოქსიდი, რომელიც შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებას - აზოტის დიოქსიდს და ათეულობით ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ ქიმიურ სუბსტანციას. სწორედ აზოტის ოქსიდი გახლავთ ის ნივთიერება რომელიც აყალიბებს სიმსივნურ უჯრედებს და საფრთხეს უქმნის არამხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობას, არამედ აბინძურებს მიწას, მცენარეებს და მის გარშემო ყოველგვარ ცოცხალ ორგანიზმს. ბავშვებისთვის ის განსაკუთრებით საშიში ყოფილა, რადგან იგი ჰაერზე მძიმეა, არ მიიწევს ზევით და რჩება ზუსტად იმ სიმაღლეზე, რომელიც საშუალოდ 0-10 წლამდე ბავშვის სიმაღლის ტოლია.

- სახელმწიფო თუ დაგეხმარათ ფინანსებით?

- დიახ, რომ არა სახელმწიფოს და კეთილი ადამიანების დახმარება, მათ შორის თურქეთში მცხოვრები ქართველების, დღეს ჩვენ ის შედეგი ვერ გვექნებოდა რაც გვაქვს. ამიტომ დიდ მადლობას ვუხდი, სოლიდარობის ფონდს, ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე ყველა იმ ადამიანს ვინც 1 თეთრი მაინც გაიღო ჩემი საბას დასახმარებლად.


წყარო: mshobeli.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42