თიბისის მხარდაჭერით მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - „ლეონარდო და ვინჩი" ფინალი ჩატარდა
საზოგადოება - 11:03, 16 Nov, 2018     1261
თიბისი გალერეაში, მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - „ლეონარდო და ვინჩი" 18 ფინალური პროექტის გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოება ჩატარდა.

კონკურსის გამარჯვებულების სია ასე გამოიყურება:

გრან პრი - სერვანტესის სახელობის გიმნაზია - „აია-ჯესს"-ის XII კლასის მოსწავლეები: დეა ილარიოვნა, შორენა გუჯაბიძე და მარინა გუჯაბიძე. პროექტი - „Health care" - გარემოს მრავალფუნქციური მონიტორინგის სისტემა.

I ადგილი - სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის X კლასის მოსწავლეები: მილანა გაგულია, მარიამ ბახტაძე და ანა კალანდარიშვილი. პროექტი - უნივერსალური მოწყობილობა უსინათლოთათვის.

II ადგილი - საჩხერის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის XII კლასის მოსწავლეები: ერეკლე თაბაგარი, ნინო მაკასარაშვილი, თამარ დეკანოიძე. პროექტი - კვების პროდუქტები მენიუ კალორიებით - „ერთი ნაბიჯი ჯანსაღი კვებისკენ".

III ადგილი - ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის VIII-XII კლასის მოსწავლეები: ნატა სულაქველიძე და გვანცა მაჩიტიძე. პროექტი - უსინათლოთა სიარულის მაკორექტირებელი სენსორული სისტემა.

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი - „ლეონარდო და ვინჩი" შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 2018 წლის იანვარში გამოაცხადა და მასში VIII-XIIკლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. 38 საკონკურსო განაცხადიდან 22 თბილისიდან, 16 კი შემდეგი რეგიონებიდან იყო წარდგენილი: ქუთაისი, რუსთავი, საგარეჯო, ბათუმი, ვანი, ხონი, საჩხერე, წილკანი.

18 ფინალური პროექტის გამოფენის პარალელურად, მონაწილეებმა საკუთარი გამოგონებები 10 ექსპერტისგან შემდგარ ჟიურის პრეზენტაციის ფორმატით წარუდგინეს. ჟიური კონკურსით გათვალისწინებულ ყველა მიმართულებას მოიცავდა.

კონკურსი სამეცნიერო კვლევებისა და საინჟინრო მიმართულებებით ჩატარდა. შესაბამისად, საკონკურსო განაცხადები შემდეგი სამეცნიერო მიმართულებების იყო: საინჟინრო მექანიკა, რობოტიქსი და ინტელექტუალური მანქანები, ფიზიკა და ასტრონომია, გარემოსდაცვითი ინჟინერია, დედამიწისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებები, ქიმია, ბიოლოგია, ბიოსამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებები, დანერგილი სისტემები და სხვა.

გამარჯვებულები კონკურსის პირველ ეტაპზე მოპოვებული ქულებისა და შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოვლინდნენ: საკვლევი საკითხი, დიზაინი და მეთოდოლოგია, შესრულება, კრეატიულობა და პრეზენტაციის უნარი. გამოგონებად იმ ტექნიკური პრობლემის ახლებურად გადაწყვეტის იდეა ჩაითვალა, რომელიც პროდუქტს ან პროდუქტის მიღების ტექნოლოგიას ეხება.

გრან პრით დაჯილდოებული პროექტის ავტორი შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრება. პირველ ადგილზე - 5000 ლარით, მეორე ადგილზე - 3000 ლარით, მესამე ადგილზე გასული პროექტის ავტორი კი - 2000 ლარით დაჯილდოვდა. ასევე, თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმამ - StatusDonates.ge პირველ ადგილზე გასული პროექტის ავტორისთვის სპეციალური პრიზი - ყოველთვიური, ერთწლიანი სტიპენდია დააწესა. სპეციალური სტიპენდია თიბისის რჩეულს - სკოლა „კანდიდის" XII კლასის მოსწავლეს - ივერ ჯაჯანიძესაც დაენიშნა პროექტისთვის - "MineGuard". ივერის შექმნილ რობოტს შეუძლია მაღაროში მუშაობა ბევრად უსაფრთხო და კონტროლირებადი გახადოს. MineGuard აღჭურვილია ტენიანობისა და გაზის სენსორებით, ნიმუშების ამღები კოვზითა და ვიდეოკამერით, რაც უწყვეტი დაკვირვების საშუალებას იძლევა.

გამარჯვებული პროექტების ავტორები (მხოლოდ IX-XII კლასის მოსწავლეები) აშშ-ში, ინტელის საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენაზე - Intel ISEF საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას - (https://student.societyforscience.org/intel-isef)

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი - „ლეონარდო და ვინჩი" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით წელს მეცხრედ ჩატარდა. 2016 წლიდან პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია თიბისი. კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, სამეცნიერო სფეროში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, სამეცნიერო მიმართულებებით მოზარდების ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაინტერესება. 2010 წლიდან დღემდე კონკურსში 402 საკონკურსო განაცხადი იყო წარდგენილი, რომელთაგან 53 გამარჯვებული პროექტი გამოგონებად ჩაითვალა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42