თსუ-ში დღეს კარლ კაუცკის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
საზოგადოება - 09:32, 16 Nov, 2018     997

16 ნოემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი გერმანელი თეორეტიკოსის კარლ კაუცკის წიგნის - „საქართველოს გლეხთა სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა: შთაბეჭდილებანი და დაკვირვებანი“ - სამენოვანი (ქართულ-ინგლისურ-გერმანული) გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება. უნივერსიტეტმა წიგნი ქართულ ენაზე პირველად თარგმნა და ახალი გამოცემა მოამზადა ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობასთან პარტნიორობით. პროექტი განხორციელდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში. წიგნის ახალი გამოცემა მკითხველის წინაშე პირველად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იყო წარდგენილი.

წიგნი გერმანულ ენაზე 1921 წელს გამოიცა, იმავე წელს ითარგმნა ინგლისურად და ავტორის წინასიტყვაობით გამოიცა დიდ ბრიტანეთში. ნაშრომს ავტორმა საფუძვლად დაუდო ევროპელ სოციალისტთა დელეგაციასთან ერთად საქართველოში ვიზიტისას მის მიერვე 1920 წლის ოქტომბერ-დეკემბერში შეგროვებული ინფორმაციის გააზრება და შეფასება. ავტორი თავის წიგნში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თითქმის ყველა სფეროს განიხილავს, ასევე აანალიზებს ქართულ სოციალ-დემოკრატიულ მოდელს. ავტორი ნაშრომში აკრიტიკებს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას, მოითხოვს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვასა და დამოუკიდებლობის აღდგენას.

წიგნის ახალი სამენოვანი გამოცემისთვის შესავალი პროფესორებმა - დიმიტრი შველიძემ, სტივენ ჯონსმა და ზიგფრიდ ჰეიმანმა სპეციალურად მოამზადეს. ახალ გამოცემას დაერთვის კომენტარები და ავტორის საქართველოში ვიზიტის ამსახველი ფოტო მასალები. წიგნი ქართულად თარგმნა სოფიკო შუბითიძემ, გამოსაცემად მოამზადეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და გამომცემლობის თანამშრომლებმა.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42