ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამაის ზაზა სარალიძის განცხადებიტ, მას სოციალურ ქსელში გავრცელებულ ნეგატიური პოსტებისთვის ყურადღება არ მიუქცია ადრე, თუმცა, ახლა მომრავლდა ასეთი პოსტები. სარალიძე აღნისნულთან დაკავშირებით დღეს საგამოძიებო ორგანოში დაკითხვაზე იმყოფებოდა:
„ფეისბუქ პოსტებისთვის ადრე ყურადღება არ მიმიქცევია, რადგანაც ათასში ერთი იყო, თუმცა ახლა მასიური ხასიათი მიიღო, არა მარტო ფეისბუქ პოსტებმა, არამედ მთელი ხელისუფლება საუბრობს დესტაბილიზაციაზე და ჩვენს მოსალოდნელ ლიკვიდაციაზე. სწორედ აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, რომ გამოძიება დაიწყოს ამ თემაზე. რატომ საუბრობს ხელისუფლების წარმომადგენლები დესტაბილიზაციაზე? მაგალითად, გია გაჩეჩილაძემ მოგვიწოდა სიფრთხილისკენ და საინტერესოა რატომ მოგვიწოდა სირთხილისკენ. პირად შეტყობინებაში არ იყო პირადი მუქარა, თუმცა იყო შეურაცხმყოფელი სიტყვები, „გადაშენდი აქედან“ და აშ. ასევე იყო ერთი შეტყობინება, რომ „სანამ ზაზა სარალიძე თავისი შვილივით არ აიჩეხება, მანამდე არ დაგვანებებს თავსო“,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






