"საცხოვრებელი ფართი და „სველი წერტილები“ ერთ სივრცეშია განთავსებული..." - 4 ბავშვი მშობლებთან ერთად ვაგონში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს
საზოგადოება - 11:33, 15 Nov, 2018     966
4 ბავშვი და მათი მშობლები ვაგონში ცხოვრობენ. დიახ, ეს მათი სახლია, სადაც ზაფხულში სუნთქვა ჭირს, ხოლო ზამთარში აუტანელი სიცივე სუფევს.

მამა ადრე მუშაობდა და ქირის გადასახადი თანხა ჰქონდა, მაგრამ როდესაც იგი ავად გახდა და მუშაობა ვერ შესძლო, ოჯახი საცხოვრებლად ამ დაჟანგულ ვაგონში გადაიყვანა, რომელიც ლილოს დასახლებაში მდებარეობს. „ზამთარში სიცივისგან ვიყინებით, ხოლო ზაფხულში აქ ისე ცხელა, როგორც გაზქურის ღუმელში...თუმცა ეს მაინც სჯობს ღია ცისქვეშ ცხოვრებას...“, - ამბობს 4 შვილის დედა მინაია აჯალოვა. მეზობელი ეზოდან წყლის მოტანაში დედას შვილები ეხმარებიან. წარმოგიდგენიათ, რამდენი წყალი სჭირდება 6 სულიან ოჯახს?! თუმცა ეს კიდევ ყველაფერი არ არის - აჯალოვებს ონკანიც არ გააჩნიათ.

საცხოვრებელი ფართი და „სველი წერტილები“ ერთ სივრცეშია განთავსებული. დიახ, მათ ერთ სივრცეში სძინავთ, ამზადებენ სადილს, იბანენ ტანს, ხოლო ტუალეტი „ოთახისგან“ მხოლოდ ფარდით არის დაფარული.

მიუხედავად ასეთი მძიმე პირობებისა, მინაია მაინც ცდილობს სისუფთავე შეინარჩუნოს და ელემენტარული „კომფორტი“ შექმნას.

აჯალოვები ხშირად შიმშილობენ. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ბავშვებს მშივრები დაუძინიათ იმ დაპირებით, რომ „საჭმელი ხვალ იქნება“.

უჭმელობისა და სიცივისგან ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ. იმ დღეს, როდესაც ჩვენ ისინი მოვინახულეთ, პატარა ლუკას მაღალი სიცხე ჰქონდა, ხოლო მშობლებს წამლის ყიდვის არანაირი საშუალება არ აქვთ. ისინი არჩევანის წინაშე დგანან: ან წამალი ან პური?!

აჯალოვების ოჯახი ცდილობს ამ სიდუხჭირეს დააღწიოს თავი. მამა მუშაობს მთელი დღე, თუმცა მიზერული შემოსავალი არ იძლევა აუტანელი პირობების გაუმჯობესების საშუალებას. მეგობრებო, ვიწყებთ აქციას ამ ოჯახის მხარდასაჭერად! თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: აჯალოვების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/384-zhizn-v-vagone/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42