ავსტრიაში გლობალური კვლევების საბჭოს (GRC) რეგიონული შეხვედრა იმართება
საზოგადოება - 15:54, 13 Nov, 2018     1340
მიმდინარე წლის 13-14 ნოემბერს ავსტრიაში ქ. ვენაში ტარდება გლობალური კვლევების საბჭოს (GRC) რეგიონული სამუშაო შეხვედრა, რომელსაც მასპინძლობს ავსტრიის სამეცნიერო ფონდი (FWF), ნიდერლანდების სამეცნიერო კვლევების ორგანიზაცია (NOW) და ორგანიზაცია Science Europe.

რეგიონულ ღონისძიებას ესწრებიან მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ფონდების ხელმძღვანელი პირები და ექსპერტები მეცნიერების მენეჯმენტის საკითხებში. საქართველოს მხრიდან გლობალური კვლევების საბჭოს რეგიონულ შეხვედრაში მონაწილეობს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ბატონი ზვიად გაბისონია.

შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის არის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტების შედეგების გაზომვა და შეფასება, დაფინანსების სქემების შემუშავებისას სახელმწიფოსა და დამფინანსებელი ორგანიზაციების სტრატეგია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო ფონდების მიერ განიხილება მეცნიერების დაფინანსების სხვადასხვა მიდგომა (ე.წ. bottom up and top down მიდგომები), აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფის და ანგარიშგების საკითხები. პანელ დისკუსიის ფორმატში გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიის, ისრაელის, შვედეთის და ავსტრიის ეროვნული სამეცნიერო ფონდების წარმომადგენლები განიხილავენ დაფინანსების სქემების გამოწვევებს და შედეგების შეფასების გაუმჯობესების გზებს.

გლობალური კვლევების საბჭო (GRC) აერთიანებს სახელმწიფო სამეცნიერო ორგანიზაციებს მსოფლიო მასშტაბით. მისი მიზანია დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარება მეცნიერების დამფინანსებელ სააგენტოებს შორის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42