ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა: „ჩვენს აფხაზ კოლეგებთან ერთად რუსი დიპლომატის ცივსისხლიან მკვლელობას და მის მეუღლეზე თავდასხმას ვაფასებთ როგორც შემზარავ ბოროტმოქმედებას, რომელიც მეგობრული რუსულ–აფხაზური ურთიერთობების, აფხაზეთში და ზოგადად რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელყოფას ისახავდა მიზნად“, -ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სოხუმი რუსი დიპლომატის მკვლელობას აფასებს, როგორც აფხაზეთის რესპუბლიკის მშვიდობასა და სტაბილურობაზე თავდასხმას, რომელიც მიმართულია რუსულ-აფხაზური სტრატეგიული და ძმური ურთიერთობების ჩაშლისკენ. სეპარატისტულ რეგიონში რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი დიმიტრი ვიშერნევი მოკლეს, ხოლო მისი მეუღლე, რომელიც ასევე საელჩოს თანამშრომელია, მძიმედ დაიჭრა მას შემდეგ, რაც 9 სექტემბერს დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა საელჩოს მანქანას 9 სექტემბერს დილით ცეცხლი გაუხსნეს.
მასალის გამოყენების პირობები






