თსუ-ში დღეს "დემოკრატიის გაკვეთილები - ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია (1877-2008 წლები)" გაიმართება
საზოგადოება - 09:49, 14 Nov, 2018     1324
14 ნოემბერს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამის და თსუ-ის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ ვასილ კაჭარავას წიგნის „დემოკრატიის გაკვეთილები - ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია (1877-2008 წლები)“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, თსუ პროფესორები და სტუდენტები დაესწრებიან.

ამერიკისმცოდნეობის პროგრამა თსუ-ში 1998 წლიდან ხორციელდება. ამ დროისთვის სწავლების სამივე საფეხურზე 200-მდე სტუდენტი სწავლობს. პროგრამა ითვალისწინებს კონკრეტულ საბაზისო ცოდნას ამერიკისმცოდნეობის სპეციალობით. სწავლება კონცენტრირდება სამი ძირითადი კლასტერის სახით: საზოგადოება, ისტორია, და პოლიტიკა, ლიტერaტურა და კულტურა, ენა და საზოგადოება, რაც გულისხმობს ისტორიის, პოლიტიკისა და დიპლომატიის, აშშ სახელმწიფო მართვის სისტემისა და უსაფრთხოების პოლიტიკის, ქართულ–ამერიკული ურთიერთობების, ამერიკული ლიტერატურის, ფილოსოფიის, კულტურის ისტორიისა და ხელოვნების, ეკონომიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნების ისტორიისა და კულტურის და სხვ., ძირითადი პრობლემების დასმის, განხილვისა და გადაწყვეტის ზოგადი მეთოდების ცოდნას.

პროფესორ ვასილ კაჭარავას სახელმძღვანელოში „დემოკრატიის გაკვეთილები - ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია (1877-2008 წლები)“ წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია 1877 წლიდან 2008 წლამდე.

წიგნი განკუთვნილია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასევე, ამერიკის ისტორიით დაინტერესებული ფართო მკითხველი საზოგადოებისთვის. წიგნის რედაქტორია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ელენე მეძმარიაშვილი, რეცენზენტები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თედო ჯაფარიძე და მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ბარნოვი.

სახელმძღვანელო აერთიანებს შემდეგ თემებს: პოსტრეკონსტრუქციული ერა კვლავ გაერთიანებულ ამერიკაში; პროგრესივიზმის ერა; 1920-იანი წლები _ აყვავების ხანა; დიდი დეპრესია და „ახალი კურსი“; ამერიკის შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში; მეამბოხე 1960 წლები; ვიეტნამის სინდრომიდან სტაგფლაციის ფენომენამდე; რონალდ რეიგანის კონსერვატიული რევოლუცია და ამერიკის შეერთებული შტატები მონოპოლარული სამყაროს ლიდერი. წიგნში აგრეთვე გაეცნობით ამონარიდებს ამერიკის პრეზიდენტების საინაგურაციო გამოსვლებიდან. ის ქრონოლოგიურად მოგვითხრობს აშშ-ის იმ შიდა და გარე პოლიტიკური მოვლენების, მოძრაობების და აშშ-ის გამორჩეული პოლიტიკოსების მოღვაწეობის შესახებ, რომლებმაც გავლენა მოახდინეს აშშ-ის პოლიტიკის ფორმირებასა და განვითარებაზე.

შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნება სახელმძღვანელოს მეორე ტომი „დემოკრატიის გაკვეთილები - ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია (დასაბამიდან 1877 წლამდე)“, რომელიც პროფესორმა ელენე მეძმარიაშვილმა მოამზადა.

წიგნი აშშ საელჩოს გრანტის ფარგლებში თსუ-ს მხარდაჭერით გამოიცა.

მისამართი: თსუ I კორპუსი, #107 აუდიტორია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42