კახა ბენდუქიძის გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა
საზოგადოება - 11:00, 13 Nov, 2018     1284
დღეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურის კახა ბენდუქიძის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამაარსებელი კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში, 2014 წლის 13 ნოემბერს, ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ჰყავს ერთი შვილი, ანასტასია ბენდუქიძე.

საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნის დროს კახა ბენდუქიძის ინიციატივით მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები გატარდა, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ კი მან დააარსა საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელი - თავისუფალი უნივერსიტეტი და მოახდინა აგრარული უნივერსიტეტის რეფორმირება.

კახა ბენდუქიძე საქართველოს ისტორიაში იმ იშვიათ გამონაკლისთა შორისაა, რომელმაც თავისი ფინანსური შესაძლებლობები განათლების განვითარებას მოახმარა.


კახა ბენდუქიძე თბილისში, 1956 წლის 20 აპრილს დაიბადა. დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1977 წელს. 1977 წელს ჩაირიცხა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ასპირანტურაში.

1980 წელს მუშაობა დაიწყო პუშჩინოში განლაგებულ მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიისა და მიკროორგანიზმების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს ლაბორანტად;

1985 წელს სათავეში ჩაუდგა მოსკოვის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორიას, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1990 წლამდე;

2002 წელს გახდა ეკონომიკის უმაღლესი სკოლის (მოსკოვი) პროფესორი;

1988 წელს შექმნა გაერთიანება "ბიოპროცესი"; 1991 წლიდან ხელმძღვანელობდა ნავთობის სახალხო საინვესტიციო-სამრეწველო გაერთიანება "ნიპეკს";

1992 წელს სათავეში ჩაუდგა "პრომტორგბანკის" დირექტორთა საბჭოს; 1994-1998წწ. იყო გემთმშენებელი გაერთიანება "ალმასის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე;

1996 წელს შექმნა მძიმე ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია - "გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები";

1996-2000წწ. იყო "გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები"-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი;

1996-2000წწ. ხელმძღვანელობდა "ურალმაშის" დირექტორთა საბჭოს; 2000 წელს დაინიშნა "ურალმაშის" გენერალურ დირექტორად;

2004 წელს დაასრულა ბიზნესსაქმიანობა.

2004 წლის ივნისი-დეკემბერი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი;

2004 წლის 17 დეკემბრიდან დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრად რეფორმების კოორდინაციის საკითხებში;

2007 წლის ბოლოს დააფუძნა ცოდნის ფონდი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა; აზიისა და აფრიკის ინსტიტუტისა და ESM ბიზნეს სკოლის შერწყმით მან შექმნა თავისუფალი უნივერსიტეტი, ხოლო მოგვიანებით ცოდნის ფონდის მმართველობაში გადავიდა ასევე აგრარული უნივერსიტეტი;

2008 წლის 1 თებერვალს დაინიშნა საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსად;

2008-2009წწ. იყო საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი.

ითვლება ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმატორად. მისი უშუალო ავტორობით განხორციელდა ეკონომიკის დელეგირების, ჯანმრთელობის დაცვის, საფინანსო სექტორის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, სანებართვო-სალიცენზიო სისტემის, ენერგეტიკისა და საჯარო სამსახურის მნიშვნელოვანი რეფორმირება, შრომის ბაზრისა და საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაცია. განახლდა პრივატიზაციის პროცესი. ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და ბიზნესმენი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42