კომპანია თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 11 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
ვაკის რაიონი
თბილისის მერიის პროექტით გათვალისწინებული ფალიაშვილის და კეკელიძის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე 1 საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, კეკელიძის, თაყაიშვილის, ნაფარეულის, ბარნოვის, რაფიელ ერისთავის, ბაზალეთის, ირაკლი აბაშიძის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 18 საათამდე 1 საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: სიმონ ჩიქოვანის, გურამ ბზვანელის, კოსტავას და ჭიათურის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






