მაღალი დახლიდან პროდუქტის ჩამოღებას სთხოვდა, ამ დროს კი კაბის ქვეშ ფოტოებს უღებდა - ახალციხეში საჯარო მოხელეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
ახალციხის თვითმმართველობის წევრი ერთ-ერთ მაღაზიაში კონსულტანტებს სექსუალურად ავიწროებდა.
თანამშრომლების ნაამბობით, კაცი გოგონებს მაღალი დახლიდან პროდუქტის ჩამოღებას სთხოვდა, ამ დროს კი კაბის ქვეშ ტელეფონით ფოტოებს ჩუმად უღებდა. კლიენტის ქმედება თავდაპირველად ერთ-ერთმა კონსულტანტმა შეამჩნია.„როცა ერთმა გოგომ ფაქტზე გამოიჭირა, რომ ფოტოებს კაბის ქვეშ უღებდა, მერე მეორემ გააანალიზა, რომ წინა დღეს იგივე სიტუაციაში თავად იყო. დანარჩენებმაც მერე მიაქციეს ყურადღება. ბიჭი მაშინვე დავითხოვეთ აქედან და ვუთხარით, რომ ჩვენს ქუჩაზე გამოვლაც აღარ გაებედა. არაფერი უთქვამს, არც თავი უმართლებია. მობრუნდა და გავიდა. იმის მერე აღარ შემოსულა“ - გვიყვება ერთ-ერთი თანამშრომელი.
მაღაზიაში მომხდარზე ღიად საუბარი არ სურთ. გვითხრეს, რომ გოგონებმა მეპატრონეს სამართალდამცველების გამოძახებაზე უარი უთხრეს.
"პრობლემა მხოლოდ კონსულტანტებთან იყო, მოლარეს ან მენეჯერს ეს კაცი არ შეხებია. კონსულტანტებს მაშინვე შევთავაზეთ, პოლიციაში დაგვერეკა, მაგრამ უარი თქვეს. ახალგაზრდა გოგოები არიან და გახმაურებას მოერიდნენ“ - იხსენებს მაღაზიის თანამშრომელი.
„ეს ამბავი თვეების წინ მოხდა და აქამდე რატომ არ გამოჩნდით? კარგად იცით, რომ ეს მარტო სტატიის დაწერით არ ჩაივლის და უფრო შორს წავა“, - გვითხრა გოგონამ, რომელმაც საჯარო მოხელე კაბის ქვეშ ფოტოს გადაღებისას შენიშნა და საუბრის გაგრძელება არ ისურვა.
მამაკაცი სავაჭრო ობიექტის მუდმივი კლიენტი იყო, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას რომ წარმოადგენდა, მაღაზიაში არ იცოდნენ.
„როცა ეს ამბავი გამჟღავნდა, გავიკითხეთ, ფეისბუქში მოვძებნეთ და გავიგეთ, რომ საჯარო მოხელე ყოფილა. ყველაზე ძალიან ეს გაგვიკვირდა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში იყო და ამას აკეთებდა“.
მაღაზიაში ამბობენ, რომ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე წაშლილია. მანამდე კი ფირები თანამშრომლებმა შეამოწმეს.
„სათვალთვალო კამერის ჩანაწერები რომ შევამოწმეთ, კონსულტანტი ისეთ კუთხეში მიჰყავდა, რომელსაც ვიდეოკამერა არ უყურებს. ამიტომ კამერის ჩანაწერებში მხოლოდ ის ჩანდა, როგორ მიდის კონკრეტულ ადგილზე, მაგრამ ფოტოს რომ უღებს, ეგ აღარ ჩანდა“ - გვიყვება მაღაზიის ერთ-ერთი თანამშრომელი.
საჯარო მოხელის სოფელში მამაკაცის შესახებ ღიად საუბარს ერიდებიან.
„ბირჟაზე“ არც ერთი გოგო არ უჯდებოდა გვერდით. ხელებს აფთურებდა. ვითომ შემთხვევით მოუხვდა ფეხზე. ყველა გოგომ იცოდა, რომ ახლოს არ უნდა გაკარებოდა“, - გვითხრა მამაკაცის თანასოფლელმა.
სრულად იხილეთ tv9news.ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






