კახა კალაძე გლდანის მეექვსე მიკრორაიონში პარკის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
საზოგადოება - 14:15, 10 Nov, 2018     1421
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, N7-N20 საცხოვრებელ კორპუსებს შორის პარკის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. თბილისის მერი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და ახალი პარკის მოწყობის პროექტზე ესაუბრა.


პროექტის ფარგლებში, რომელსაც თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს, კალათბურთის მოედანი, შადრევანი, ამფითეატრი, სავარჯიშო და საბავშვო მოედნები, სარწყავი სისტემა, საფეხმავლო და ველობილიკები ეწყობა. ასევე, მიმდინარეობს ტერიტორიაზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია.

კახა კალაძის თქმით, სრულფასოვანი რეკრეაციული სივრცე გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, დაახლოებით, 1 ჰა ფართობზე მოეწყობა.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით პარკში, სადაც მიმდინარეობს დასასვენებლი პარკის მოწყობის სამუშაოები. აქ იქნება როგორც ბავშვებისთვის გასართობი, ასევე საკალათბურთო მოედნები. სკეიტბორდის მოყვარულთათვის აიგება სპეციალური ნაგებობა, სადაც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ვარჯიშს შეძლებენ. პარკში იქნება სპეციალური ზონა ცხოველებისთვის, რომ მოქალაქეებმა, ვისაც ამის პრობლემა აქვს, დისკომფორტი არ იგრძნონ. პარკში მოეწყობა შადრევანი. დენდროლოგიური პროექტის მიხედვით კი დაირგვება ახალი ხე-მცენარეები. ისეთ მჭიდროდ დასახლებულ უბანში, როგორიც ეს ადგილია, ეს იქნება სასიამოვნო, კეთილმოწყობილი და გამწვანებული ადგილი, სადაც ბავშვებისთვის ბევრი საინტერესო გასართობი იქნება, მოქალაქეები კი უსაფრთხო და კომფორტულ დასვენებას შეძლებენ. ამის შემდეგ ჩვენ მოქალაქეებისგან აუცილებლად დაგვჭირდება თანადგომა და მხარდაჭერა, რომ ამ ყველაფერს ერთად მოვუაროთ, რადგან უამრავი შემთხვევაა, როცა ახლად რეაბილიტირებულ სკვერებსა და პარკებს ვანდალურად აზიანებენ. ჩვენ ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე კი, ექსტრემალური მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება საპარკე ინფრასტრუქტურა და დამონტაჟდება გარე განათების სისტემა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე 416 ძირი სხვადასხვა სახეობის მერქნიანი მცენარე (ირმის რქა, იტალიური ფიჭვი, უნგრული ცაცხვი, ბაბილონის ტირიფი, ამბრის ხე, ნეკერჩხალი და სხვა) დაირგვება. ასევე, 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ჰიდროთესვის პრინციპით, ბალახი დაითესება.

სამუშაოებს შპს „ტაო“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 927 543 ლარია.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე და ადგილობრივი მცხოვრებლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42