მისი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან დახმარებისთვის მისულს, „ქართული ოცნების" დეპუტატი ბადრი შენგელია ფიზიკურად გაუსწორდა.
როგორც ქორიძე ამბობს, მას შემდეგ რაც ბადრი შენგელია არ დახვდა კაბინეტში, ის შევიდა საკრებულოს თავმჯდომარესთან და მას აწვდიდა ინფორმაციას პრობლემებთან დაკავშირებით, რა დროსაც კაბინეტში შევიდა ბადრი შენგელიაც. მისივე თქმით დეპუტატს არ ესიამოვნა, რომ პრობლემების შესახებ ის საკრებულოს თავმჯდომარეს ესაუბრებოდა.
„მეძებდიო და მე ვუთხარი გეძებდი მეთქი და ღანიშში რაც ხდება მეთქი ის მინდა განვიხილოთ და მივხედოთ ღანიშს. ის ჩვენი სოფელია და იქიდან აგირჩიეთ. ეს პასუხი იყო ასეთი თქვენ დაშალეთ ეს ქვეყანა, თქვენ გაძარცვეთ, გაქურდეთ. თქვენ ხართ დამნაშავე. მე ახლა ქურდობას ადამიანი მაბრალებს რა თქმა უნდა ეს ჩემთვის მიუღებელი იყო, როცა მე ერთი ჩხირით საქართველოსთვის ზიანი არ მიმიყენებია. ამიტომ ამას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება. წამოხტა სკამიდან, ფიზიკურად შეურაცხყოფა მომაყენა. ნუგზარ ჯამბურია საკრებულოს ხელმძღვანელი გვაზავებდა თუ არა და არ ვიცი მე რა სიტუაცია მოხდებოდა იქ,“-განაცხადა მაია ქორიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






