კომპანია თელასის ცნობით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 9 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ვაკის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 02 საათიდან 05 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედნის, კოსტავას, ქუჩიშვილის, ვერიკო ანჯაფარიძის, იაკობ ნიკოლაძის, მელიქიშვილის და შიო მღვიმელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, თემქა-ავშნიანის დასახლების და ავშნის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, VI, VII, VIII მიკრორაიონების, ილია ვეკუას და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






