"გარყვნილი ქმედება არის და ჩანს" - მოკლული გოგონას ბაბუას მკვლელობაში ბრალდებულის ტელეფონიდან ამოღებული ვიდეომასალა ანახეს (ვიდეო)
საზოგადოება - 18:55, 05 Nov, 2018     30575

გორში სასტიკად მოკლული 8 წლის ბავშვის, ნანა ბერიაშვილის ოჯახის წევრები დღეს პოლიციაში იმყოფებოდნენ, ნანა ბერიაშვილის მამას და ბაბუას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის ტელეფონიდან ამოღებული ფოტო და ვიდეომტკიცებულებები აჩვენეს. მასალაგოგონას მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული. ოჯახის წევრები მკვლელობაში ბრალდებულის სამაგალითოდ დასჯას ითხოვენ.

„საჯაროდ უნდა დაიწვას. მე ვთხოვ კახას, ვინც ამ საქმის სათავეში ჩადგა, მომიყვანა ბოლომდე და ჰყავთ დაჭერილი ეს კაცი, მოვითხოვ ეგეთ პედოფილებს, რაც არ გვყავს პრეზიდენტი, საერთოდ არ ვეხები, რაც არ გვყავს ბესელია და თავის წარმომადგენლები სულ ყველა... მე ვიწყებ გორიდან, გორელებო, გვერდზე დამიდექით. ეგ კაცი უნდა გადმოგვცენ... ლინჩის წესით კი არა, უნდა გატყავდეს იმიტომ, რომ შვილი მომიკლეს. ზუსტად მაგ ჩანაწერებიდან გამომდინარე, უნდა დაიწვას, ვისაც შვილი ჰყავს მე ყველას ვეუბნები, ვისაც თავზე ხელი აქვს ბავშვისთვის გადასმული, ყველანი დამიდექით გვერდზე“- განაცხადა მოკლული გოგონას ბაბუამ ხვიჩა ბერიაშვილმა.

ჩანაწერები ნახა ადვოკატმაც, რომელიც ვიდეოფაილის შინაარსობრივ ნაწილზე საუბარს ერიდება. ცნობილია, რომ ჩანაწერში ფიგურირებენ მხოლოდ იაგო ნებიერიძე და 8 წლის ნანა ბერიაშვილი, რომელიც კადრების გადაღებისას ჯერ კიდევ ცოცხალია.

„გვაჩვენეს ეს ჩანაწერი, ვნახეთ, ვიდეოჩანაწერიც არის და ფოტოც. როგორც უკვე მოგეხსენებათ, საქმე ეხება 9 წლის ბავშვს და აქეთ ბრალდებული გვყავს გარყვნილ ქმედებაში შერაცხული პირი, შესაბამისად დეტალურ ინფორმაციას ვერ გეტყვით, თუმცა ამ ფოტოების და ვიდეოს საფუძველზე შერაცხული გარყვნილი ქმედება ეს არის და ჩანს. ჩვენ გვქონდა კითხვები, როგორ მოხვდა ბავშვი იქ, სადაც ნაპოვნი იქნა, როგორ და რა საშუალებით,“- განაცხადა ადვოკატმა დავით გელხაურმა.

8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს ბრალი 30 ოქტომბერს დაუმძიმდა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის თქმით, ნებიერიძის ბრალდებას დაემატა სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლიც. ეს მუხლი გულისხმობს ძალადობის გარეშე 16 წელს მიუღწეველთან, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ჩადენილ გარყვნილ ქმედებას.

თავდაპირველად გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო. 8 წლის ბავშვი 25 ოქტომბერს სახლიდან ცეკვის წრეზე შუადღისას გავიდა, მაგრამ დანიშნულ ადგილზე არ მისულა. ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე საათში ბავშვი მდინარე ლიახვის პირას გარდაცვლილი იპოვეს. გორში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე წარსულში ნასამართლევია.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42