კონფერენცია - ქალ მოსამართლეთა როლი სასამართლო სისტემაში
საზოგადოება - 16:52, 04 Nov, 2018     1257

2018 წლის 5 ნოემბერს, 9:30 საათზე სასტუმროში რედისონ ბლუ ივერია ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში, USAID-ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამა - PROLoG და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტი - EU4Justice მართავენ საერთაშორისო კონფერენციას ,,ქალ მოსამართლეთა როლი სასამართლო სისტემაში'.

კონფერენციას გახსნიან კრისტიან ურსე - ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, პიტერ ვიბლერი - აშშ საერთშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, კატალინ გერმანი - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე, გიორგი მიქაუტაძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მზია თოდუა - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

კონფერენციაზე განხილული იქნება ქალების თანაბარი მონაწილეობის მნიშვნელობა, გენდერული სტერეოტიპების ფორმირება, გენდერული მრავალფეროვნების გავლენა სამოსამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის გენდერულად მგრძნობიარე სასჯელის დანიშვნის პროცესი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

2018 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში მოსამართლეთა საერთო რაოდენობა 306-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის 53.3% ქალი მოსამართლეა, მათი წარმომადგენლობა მენეჯერულ პოზიციებზე ბევრად დაბალია. 26 სასამართლოს თავმჯდომარედან, მხოლოდ 4 პოზიციაა ქალთა მიერ დაკავებული





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42