თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია -„კერძო ავტონომია როგორც კერძო სამართლის ფუძემდებლური პრინციპი" გაიხსნა
საზოგადოება - 18:06, 01 Nov, 2018     1925
საერთაშორისო კონფერენცია „კერძო ავტონომია როგორც კერძო სამართლის ფუძემდებლური პრინციპი" გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენციის მუშაობაში ქართველ იურისტებთან ერთად მონაწილეობდნენ იურისტები გერმანიიდან, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და შუა აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიცაა იურგენ ბაზედოვი, როლფ კნიპერი, აჰიმ შრამი, ბესარიონ ზოიძე, თევდორე ნინიძე და სხვები.

„ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც მიეძღვნა კერძო სამართლის თემატიკას. ჩვენს უნივერსიტეტს ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს გერმანიის მაქს პლანკის ინსტიტუტთან; კონფერენცია GIZ-ის მხარდაჭერით გაიმართა. ძალიან საჭირო თემატიკაა საქართველოსთვის, როცა მიმდინარეობს ჩვენი სამართლებრივი ველის სინქრონიზაცია ევროგაერთიანების ნორმებთან და კანონებთან. ეს არის ძალიან კარგი ფორმატი ჩვენი თეორიული ცოდნის გასაძლიერებლად,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თამარ ზარანდიას თქმით, კონფერენცია სამ წელიწადში ერთხელ ტარდება, და „ეძღვნება ნების ავტონომიას, როგორც კერძო სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპს. ნების ავტონომია მართლაც საფუძველთა საფუძველია კერძო სამართლის. კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგანაც ნების ავტონომიაზე ფაქტობრივად დგას კერძო სამართლებრივი ურთიერთობები. ძალიან საინტერესო მოხსენებებია წარმოდგენილი. იქნება საინტერესო დისკუსიები.“

„კონფერენცია ეხება კერძო ავტონომიას, რომელიც კერძო სამართლის ძირითადი პრინციპია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მსგავს ქვეყნებში, რომლებიც ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში გაწევრიანებას აპირებენ. საქართველოს აქვს დადებული ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან. ეს მოითხოვს შიგნით უკეთესი ფუნდამენტური პრინციპების ჩამოყალიბებას, რომელიც კაპიტალისტურ ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკის ცხოვრებას მართავს. ერთ-ერთი ასეთი პრინციპია კერძო ავტონომია,“- აღნიშნა მაქს პლანკის ინსტიტუტის პროფესორმა იურგენ ბაზედოვმა.

ღონისძიება თსუ იურიულმა ფაკულტეტმა გერმანიის მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტთან თანამშრომლობით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გამართა. პირველი კონფერენცია 2012 წელს ჩატარდა და მისი შედეგები გამოქვეყნდა გერმანულ ენაზე გერმანიაში. მეორე კონფერენცია შედგა თბილისში 2015 წელს, ის ეხებოდა საკუთრების უფლებას, საკუთრებას და სამართლებრივ სტაბილურობას და ამ კონფერენციის შედეგები ოთხენოვან კრებულად გამოიცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42