"დაგვაქციეს, მათი გამდიდრებისთვის ანგელოზივით ძმიშვილი მომიკლეს"- რას ითხოვენ კარიერის აფეთქების შედეგად გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები
შემთხვევა - 11:40, 01 Nov, 2018     1781
ქედაში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა - კარიერზე მომხდარ აფეთქებას 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვეპლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე 3 პირი დააკავა, ისინი თურქეთის მოქალაქეები არიან.

გამოძების ინფორმაციით შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯიას” ქვეკონტრაქტორი კომპანიების თანამშრომლები ქედის რაიონის სოფელ ჭინკაძეებში, გამოძიების პირველადი ინფორმაციით უკანონოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდნენ ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს.

მოზარდს ქვა თავის არეში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოპოვების შედეგად შესაძლოა გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც.

გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები საქმის დროულ გამოძიებას და კარიერზე სამუშაოების შეწყვეტას ითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, აფეთქებას ძლიერი ბიძგები მოჰყვა, რამაც მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ ძლიერი აფეთქების შემდეგ, ხმაურზე ბავშვი ეზოში გავარდა, რა დროსაც მას ლოდინს ნატეხი თავზე დაეცა.

"დაგვაქციეს მაგ ოხრებმა, მათი ჯიბის გულისთვის, გამდიდრების გულისთვის ერთადერთი, ანგელოზივით ძმიშვილი მომიკლეს. კარიერმა მუშაობა არ უნდა გააგრძელოს, უნდა მოისპონ“- აცხადებს გარდაცვლილის მამიდა, დარიკო გორგილაძე.

თვიოთმხილველი, ნუგზარ ოსანაძე ამბობს, რომ მოსალოდნელი აფეთექბის შესახებ მოსახლეობა გაფრთხილებული იყო.

„ბავშვი ეზოში იჯდა, შიშის ნიადაგზე გაქცეულა და ჭშიშკართან დაწევია ქვა და თავზე დაეცა“- აღნიშნნა მან.

მოსახლეობა ამბობს, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის.

„ვითხოვთ სოფელში კარიერზე სამუშაოები შეწყდეს. აფეთქების შედეგად ბიძგები ძალიან ძლიერი იყო. ტრაგედიასთან ერთად საცხოვრებელი სახლებიც დაზიანდა. უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული, მართალია გაგვაფრთხილეს, რომ აფეთქება იქნებოდა, მაგრამ

დროზე ადრე მოხდა და მნიშვნელოვანდ დაგვაზარალა. არ იყო უსაფრთხოების ნორმები დაცული, რამაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა", - აცხადებენ გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42