"მე ცოლიანი ვარ უკვე ერთი წელია... ქართველი არაა, ავსტრალიაში ცხოვრობდა, ჩამოვიდა და ჩემთან დარჩა" - გიორგი ვარდოსანიძე
საზოგადოება - 12:12, 01 Nov, 2018     3953
მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი ვარდოსანიძე „თბილისელებთან“ თავის პირად ცხოვრებაზე საუბრობს:


მე ცოლიანი ვარ უკვე ერთი წელია და ამის შესახებ ხმამაღლა ვთქვი, წინა ახალ წელს დავდე პოსტი, რომ გავბედნიერდი და ეს ადამიანი ჩემთან ერთად არის. ქართველი არაა. ავსტრალიაში ცხოვრობდა, ერთმანეთი გადაღებებზე გავიცანით. თავიდან ონლაინ-ურთიერთობა გვქონდა, მერე ჩამოვიდა და ჩემთან დარჩა. დღეს ერთად ძალიან ბედნიერები ვართ. მისი დისშვილია ეს ბავშვი, ვისი ბიძაც გავხდი. მაქსიმალურად ვცდილობ, ამ ყველაფერზე ბევრი არ ვილაპარაკო, თუმცა არ ვმალავ.

– ქმარი გიორგი როგორია?

– არ ვიცი, ის ამბობს, რომ კარგია. სხვანაირად ავსტრალიიდან ხომ არ ჩამოვიდოდა?! 23 წელი რომ იქ ცხოვრობ, აქ ჩამოხვალ? ყველანაირად ვცდილობ, რომ კომფორტი შევუქმნა იმ ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩემთვის, თუნდაც ის, რომ აქ ჩამოვიდა. პირდაპირ ვიტყვი, მე ვერ ჩავიდოდი. აქ ჩამოვიდა საუკეთესო ქვეყნიდან, გიჟდება საქართველოზე, ჩვენს კულტურასა და ხალხზე. ბევრი მეგობარი გაიჩინა და ამბობს, რომ ასე შინაურულად და ბედნიერად სიდნეიშიც არ გრძნობდა თავს. თეატრზე გიჟდება, დადის ოპერაში, სალონებში, გალერეებს ათვალიერებს. საქართველოს საინტერესო კუთხეებში დამყავს და ბათუმზე ჭკუა ეკეტება. შეყვარებულობა წელიწად-ნახევარი გაგვიგრძელდა. ოფიციალურად ჯერ არ დავქორწინებულვართ, მაგრამ ერთი წელია, ერთად ვცხოვრობთ. ოფიციალურობა ყელშია ამოსული. ეგ უკვე გამოვიარე და მგონია, რომ მთავარი განწყობაა. თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ მეც და ისიც. მეუბნება, რომ როგორც ჩვენ ვგრძნობთ თავს საკუთარ ქალაქში, უკვე ერთი წელია, ისიც ასეა. თავიდან ცოტა რთული იყო, მარტო ვერ ვუშვებდი, იმიტომ რომ გზები არ იცოდა, ნავიგატორით დადიოდა და სადმე რომ წავიდოდა, გიჟს ვგავდი, ხომ არ დაიკარგა-მეთქი. ძალიან კომუნიკაბელურია და ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს.

წყარო „თბილისელები“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42