"აპარატზეა შეერთებული, ვერ ხედავს, არ ესმის და ვერავის სცნობს" - 13 წლის ზურას უმძიმესი მდგომარეობა, რომელსაც დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 11:48, 01 Nov, 2018     1738
13 წლის ზურა იმედაშვილი უკვე ერთი წელია, რაც სიკვდილს ებრძვის. იგი რეანიმაციაში წევს, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, ვერ ხედავს, არ ესმის და ვერავის სცნობს.

ზურამ 7 თვის ასაკში წითელა გადაიტანა, თუმცა რაიმე გართულება ამას მაშინ არ მოჰყოლია. იგი იზრდებოდა ახმეტის რაიონის სოფელ ხოდაშენში, დადიოდა სკოლაში და საკმაოდ ენერგიული ბავშვი იყო. როდესაც მას 11 წელი შეუსრულდა, უეცრად დაეწყო თავის ტკივილები, გაუჭირდა სიარული, დაკარგა მხედველობა, სმენა და მახსოვრობა...

გამოკვლევის შედეგად მოზარდს დაუდგინდა ენცეფალიტი — თავის ტვინის ანთება, რომელიც ადრეულ ასაკში გადატანილი წითელას დაავადებით იყო გამოწვეული.

ბავშვს სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროებოდა და მშობლებმა იგი თბილისში გადაიყვანეს ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც იგი დღემდე იმყოფება.

„ჩემი შვილის მდგომარეობა ძალიან რთულია. იმედია, რომ ღმერთი არ მიატოვებს ზურას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებ, რომ ბავშვი გადავარჩინოთ, თუმცა ამოგვეწურა ყველანაირი მარაგი. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ ზურას პენსიაა -180 ლარი, სოციალური დახმარებაც არ გვაქვს. კლინიკა აფინანსებს მედიკამენტების ღირებულების ნაწილს, დანარჩენს თავად ვყიდულობთ, მაგრამ ახლა არანაირი საშუალება არ მაქვს და მხოლოდ კეთილი ადამიანების დახმარების იმედით ვარ“,- ამბობს ზურას დედა ნინო მორჩაძე.

მეგობრებო, ზურა იმედაშვილს ახლა ესაჭიროება ყველაზე მეტად ჰიგიენური საშუალებები და ძვირადღირებული მედიკამენტები. მოდით გავუწოდოთ მას დახმარების ხელი. მის ოჯახს დღეს უაღრესად უჭირს და ჩვენი ადამიანური მოვალეობაა არ მივატოვოთ ისინი!

შემოწირულობის თანხა თქვენ შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ზურა იმედაშვილი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან: chernovetskyifund.ge

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42