„ვისოლმა“ ბორჯომის ტყე-პარკში მომხმარებლების სახელზე საახალწლო აქციის ფარგლებში შეპირებული ნაძვის ხეები დარგო
საზოგადოება - 19:21, 31 Oct, 2018     1048
„ვისოლმა“ ბორჯომის ტყე-პარკში მომხმარებლების სახელზე საახალწლო აქციის ფარგლებში შეპირებული ნაძვის ხეები დარგო. მიმდინარე წლის 26 დეკემბერს კომპანიამ განაცხადა, რომ ტრადიციული საახალწლო კორპორაციული საჩუქრებისთვის გათვალისწინებულ ბიუჯეტს 2008 წელს განადგურებული და შემდგომ ხელახლა გადამწვარი უნიკალური ტყის აღდგენას მოახმარდა, შესაბამისად, აქციის დღეს „ეკოს“ ავტოგასამართ სადგურზე მოსული ყოველი მომხმარებლის და კომპანიის კორპორაციული პარტნიორების სახელზე ბორჯომის ტყე-პარკში დარგული ნაძვის ხეები წვლილს შეიტანს უნიკალური ბუნებრივი საფარის აღდგენაში.


„„ვისოლის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვა. შესაბამისად, მიმდინარე წელს ჩვენ გადავწყვიტეთ ტრადიციული კორპორაციული საახალწლო საჩუქრის ნაცვლად, რომელიც ყოველთვის პრაქტიკული და ყველაზე საჭირო ნივთებით არის ხოლმე დაკომპლექტებული. წვლილი შევიტანოთ ბორჯომის ტყე-პარკის აღდგენაში, რადგან ახლა, ჩვენი აზრით, ყველაზე საჭირო ერთიანი ძალისხმევაა უნიკალური რეკრეაციული ზონის ხელახლა შესაქმნელად. ჩვენ ერთხელ უკვე ჩავერთეთ აქციაში „აღადგინე“ და პროექტის ავტორებთან თანამშრომლობით განვახორციელეთ დღევანდელი აქციაც. „ვისოლის“ კორპორაციული პარტნიორების გარდა, ინიციატივაში „ეკოს“ ავტოგასამართ სადგურის მომხმარებლებიც ჩავრთეთ, რადგან, ვფიქრობთ, რომ ეკოლოგიაზე ზრუნვა ჩვენი საერთო ღირებულებაა.“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„ვისოლის“ გარემოსდაცვითი აქტივობები უახლესი ევროპული სტანდარტის - ევრო 6-ის საწვავის რეალიზაციის გარდა, 2007 წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ეკოლოგიურად უსაფრთხო შეკუმშული გაზის შეთავაზებას, საწვავის ტრანსპორტირების, ნავთობტერმინალში განთავსების, დაღვრის და აორთქლების საწინააღმდეგო უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას, მთელს ქსელში ეკო-მეგობრული ლედ განათებების მონტაჟს, ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელის განვითარებას და გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიებს მოიცავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42