ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ ინგოროყვას კლინიკა დატოვა. სარალიძე 26 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დააკავეს, შინაგანს აქმეთა სამინისტროს შენობაში კი შეუძლოდ გახდა და ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. საავადმყოფოს დატოვების შემდეგ, სარალიძემ განაცხადა, რომ რუსთაველზე შვილმოკლული მამებისა ქცია გაგრძელდება:
„ბრძოლა გრძელდება ბოლომდე. ჯანმრთელობა როგორ და რა დოზითაც გამიშვეს, იმ დოზით ვიქნები რუსთაველზე. ბრძოლა გრძელდება ბოლომდე. ძალიან გასაკვირია ჩემთვის რა თქმა უნდა, რომ რუსთავის პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ეს საქმე, მაგრამ ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს რომელი კუთხის პროკურატურა იქნება, პროკურატურა ჩემთვის პროკურატურა არის. დამთავრებულია აქ ყველაფერი, პროკურატურამ უკვე იმხელა შეცდომა დაუშვა ჩემი შვილის საქმეში, აზრი არ აქვს ახლა რუსთავი გამოიძიებს, ზესტაფონი გამოიძიებს თუ ჩხოროწყუ,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






