როგორც აღმოჩნდა, სირიის საკითხთან დაკავშირებით საერთო გადაწყვეტილების მიღება ვერც ამჯერად მოხერხდა. მეტიც, ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ სირიაზე სამხედრო იერიშის შემთხვევაში, დამასკოს დაეხმარება.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ სამიტის ფარგლებში ბარაქ ობამასა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა, რომელიც არ იყო დაგეგმილი, მაინც გაიმართა, თუმცა რაიმე კონკრეტული შედეგი არც ამ შეხვედრას მოჰყოლია.
პუტინისა და ობამას შეხვედრის შემდეგ ექსპერტები იმაზეც საუბრობენ, რომ სირიის საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა ჟენევაში დაგეგმილი კონფერენცია დღის წესრიგში დადგეს. კონფლიქტის პოლიტიკურ გადაწყვეტაზე საუბრობს გერმანიის კანცლერიც.
რაც შეეხება სამიტის მთავარ განსახილველ საკითხს - ეკონომიკას, შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა მიიღეს 35-გვერდიანი დეკლარაცია, რომელშიც განხილულია საკითხები მსოფლიო ეკონომიკის მდგრადი განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






