მაღაროს მუშამ ხელის მტევანი დაკარგა - უბედური შემთხვევა ჭიათურაში
შემთხვევა - 11:42, 30 Oct, 2018     1561

მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ინფორმაციით, ჭიათურაში კიდევ ერთი საწარმო შემთხვევა მოხდა.

მათი ცნობით, 29 ოქტომბერს, კერძოდ: ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 12:00 - 13:00 საათების შუალედში, ითხვისის მაღაროს სკრეპერის მემანქანემ, 55 წლის ამირან გოგატიშვილმა სამუშაო პროცესის დროს მარცხენა ხელის მტევანი დაკარგა.

როგორც ადგილობრივი დასაქმებულები ამბოობენ, ჯალამბრის ბაგირმა მარყუჟი გაიკეთა, ამირან გოგატიშვილმა კი მისი გასწორება სცადა. როგორც ჩანს ჯალამბარზე ბაგირი იმაზე სწრაფად დაიჭიმა ვიდრე იგი ვარაუდობდა და ბაგირის მარყუჟის დიამეტრის მომენტალური შემცირების შედეგად მარცხენა ხელის მტევანი მაჯის ქვემოთ მოწყვიტა.

მათივე ინფორმაციით, ამირან გოგატიშვილი ძალიან გამოცდილი და საკუთარი საქმის მცოდნე პროფესიონალი მუშაკია.

მომხდარი ფაქტის დეტალების და საწარმო შემთხვევის წარმოშობის მიზეზების კვლევის პროცესში უკვე ჩართულები არიან საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლები, აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში კი პროცესში ჩაერთვებიან საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის დაცვის და იურიდიული დეპარტამენტებიც





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42