გოგონას ცხედარი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში გადაასვენეს.
გოგონას ოჯახი 25 ოქტომბერის დილიდან ეძებდა. ცხედარი მეორე დღეს გორის რაიონის სასამართლოს ეზოში იპოვეს. ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე თავდაპირველად რამდენიმე ვერსია ვრცელდებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე 33 წლის იაგო ნებიერიძე დააკავა, რომელიც წარსულში ნასამართლევი პირია.საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცის კუთვნილი მობილურ ტელეფონში მოკლული გოგონას რამდენიმე დღით ადრე არის გადაღებული ფოტოები აღმოჩნდა, რის გამოც ადგილობრივები ეჭვობენ, რომ ბრალდებული ბავშვს უთვალთვალებდა.
როგორც "ნიუპოსტს" ადგილობრივებმა უთხრეს, მკვლელობა გოგონას საცხოვრებელი ქუჩის პარალელურ ქუჩაზე ერთ-ერთ სახლში მოხდა, მკვლელობაში ბრალდებული პირი კი სავარაუდოდ ამ სახლში მუშად მუშაობდა.
ადგილობრივების განცხადებით, ისინი ეჭვს გამოთქვამენ, რომ ბრალდებულმა გოგონა სახლის სარდაფში ჩაიყვანა და სავარაუდოდ, იძალადა.
ნანიკო ბერიაშვილი სასტიკად ნაწამებია. მოზარდს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობებიც აღენიშნება.
დაკავებულ იაგო ნებიერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
მასალის გამოყენების პირობები






