„წრე ლისზე - ოკუპაციური თერაპიის მხარდასაჭერად“
საზოგადოება - 18:31, 27 Oct, 2018     1565

ოკუპაციური თერაპიის მხარდასაჭერად 70-მდე მონაწილემ შემოურბინა ლისის ტბას. აქცია „წრე ლისზე - ოკუპაციური თერაპიის მხარდასაჭერად“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ოკუპაციური თერაპიის მიმართულების და საქართველოს ოკუპაციურ თერაპევტთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

გარბენი, რომლის მიზანი ქვეყანაში ოკუპაციური თერაპიის პროფესიის მიმართ ცნობადობის ამაღლება და დარგის პოპულარიზაცია იყო, ოკუპაციური თერაპიის მსოფლიო დღის აღსანიშნავად მოეწყო. ოკუპაციური თერაპევტები ადამიანისთვის მნიშვნელოვან საქმიანობებს თერაპიულ საშუალებად იყენებენ. ოკუპაციური თერაპია პიროვნებაზე ცენტრირებული პროფესიაა, რომელიც ხელს უწყობს განსხვავებული შესაძლებლობის მქონე პირებს ანდა მოწყვლად ჯგუფებს, ჩაებან მათთვის მნიშვნელოვან საქმიანობებში და მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება.

„გადავწყვიტეთ ეს დღე აღგვენიშნა გარბენით, რომელშიც ნებისმიერი მსურველი მიიღებდა მონაწილეობას, ვისთვისაც სირბილი რამეს ნიშნავს. ზოგი დარბოდა იმიტომ, რომ მათი ცხოვრების სტილია, ზოგი დარბოდა იმიტომ, რომ გამოწვევაა, ზოგი გასართობად დარბოდა. აქციის მიზანია, რომ მეტმა ახალგაზრდამ გაიგოს - რა არის ოკუპაციური თერაპია, გაიცნოს ახალი საინტერესო პროფესია,“- განაცხადა თსუ ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორმა ნინო რუხაძემ.

„დიდი ხანია სისტემატურად დავრბივარ. ჩემთვის ეს სირბილი არის გამოწვევა, რადგან ის ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას უწყობს ხელს. მინდა ყველა ახალგაზრდას მოვუწოდო, რომ ირბინონ და ჯანსაღი ცხოვრება გაითავისონ,“- აღნიშნა გარბენის მონაწილემ ლუკა ჯავახიშვილმა.

საქართველოში დიპლომირებული ოკუპაციური თერაპევტები მხოლოდ თსუ-ს კურსდამთავრებულნი არიან. ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამა თსუ-ში 2006 წლიდან მოქმედებს. დღეს მთელ საქართველოში სულ 31 დიპლომირებული ოკუპაციური თერაპევტია. ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით, აქციის მიზანია გაიზარდოს ოკუპაციურ თერაპევტთა რაოდენობა, რაც ქვეყნის განვითარების მაღალი დონის მაჩვენებელია.

ოკუპაციური თერაპევტები ეხმარებიან ადამიანებს, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ ახორციელებენ მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საქმიანობას. სიტყვა “occupation” ნგლისურიდან ითარგმნება როგორც „საქმიანობა“. ლისის ტბის გარშემო გამართულ გარბენში სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე პირებმა მიიღეს მონაწილეობა, რითაც ერთობის დემონსტრირება მოხდა. აქციის მონაწილეები დაჯილდოვდნენ მედლებითა და სიგელებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42