თსუ-ში მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში" გაიხსნება
საზოგადოება - 16:45, 26 Oct, 2018     1331

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში” გაიხსნა. ღონისძიებას თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, სტუდენტები დაესწრნენ.

„გლობალიზაცია არის პროცესი, რომელიც შეუქცევად ხასიათს ატარებს. სამწუხაროდ, ქართულ საზოგადოებაში არის ისეთი მოსაზრებები, რომ ჯობია რაღაც მოარული, სხვა ქვეყნიდან მოსული იდეებით ვისაზრდოვოთ, მაშინ როდესაც, ქართველ ეკონომისტებს აქვთ ის პრაქტიკული ცოდნა ქართული ეკონომიკის, რაც აუცილებელია სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. ძალიან რთულია კონკრეტული რეცეპტის შექმნა. ჩვენ უნდა ავიღოთ გლობალიზაციისგან მაქსიმალურად ის უპირატესობა, რასაც ის იძლევა და შევამციროთ ის საფრთხეები, რასაც ასევე ქმნის გლობალიზაცია. ამაში კი ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლია ქართველ ეკონომისტებს,“- განაცხადა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ღაღანიძემ.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას თქმით, „მსოფლიოში უკვე აღარავინ მალავს, რომ გლობალიზაცია არ იყო მხოლოდ პოზიტიური შედეგების მომტანი, რომელმაც გამოიწვია კაპიტალის კონცენტრაცია იმ სუბიექტების ხელში, ვინც ისედაც ფლობდა დიდ კაპიტალს და ასევე, გარკვეულწილად, გაღარიბების ტენდენციებსაც შეუწყო ხელი. ამიტომ ისეთი მასშტაბის მქონე ქვეყნებისათვის, როგორიც ჩვენ ვართ ეს გამოწვევები ორმაგად მძაფრად დგას. ძალიან მძიმედ მოსაძებნია ოქროს შუალედი. საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, ვინც ამ გამოწვევის წინაშე დგას. საერთაშორისო გამოცდილება ამ თემასთან მიმართებით მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ ჩვენს კონკრეტულ ხედვებში ჩამოვყალიბდეთ.“

კონფერენციაში მონაწილე ქართველი და უცხოელი მეცნიერები მსოფლიოს 9 სახელმწიფოდან წარმოადგენენ 120-მდე ნაშრომსა და სამეცნიერო სტატიას.

„კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ისევე როგორც მთელი სამეცნიერო საზოგადოებისთვის. კონფერენციაზე წარმოვადგენ მოხსენებას ადგილობრივ ხელისუფლებაში საჯარო მართვის შესახებ. ვფიქრობ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნების კონკურენტუნარიანობაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, საჯარო ადმინისტრირების კონკურენტუნარიანობა ნამდვილად მნიშვნელოვანია და უნდა გავაანალიზოთ, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს საჯარო მენეჯმენტის პროცესი, უმეტესწილად, ადგილობრივ ხელისუფლებაში,“- აღნიშნა რჟეშჩოვის (პოლონეთი) ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა იაცეკ სტროინიმ.

საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც 27 ოქტომბერს დასრულდება, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში იმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42