თბილისის ზოოპარკის სპილო BBC-ის სერიალის მთავარი გმირი გახდება
სოც.მედია - 16:31, 26 Oct, 2018     2231
თბილისის ზოოპარკის სპილო BBC-ის სერიალის მთავარი გმირი გახდება, ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის ზოოპარკი ფეისბუკგვერდზე ავრცელებს:


“ოპერაციამდე 5 დღე რჩება...

31 ოქტომბერს სპილო გრანდს სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ექვსტონიან ბუმბერაზს ჩატეხილი ეშვი უნდა ამოვუღოთ. დღევანდელ პოსტში გრანდის პრობლემებზე გიამბობთ. ყველამ ხომ არ იცის, რა სირთულეების გადალახვა მოუწია ჩვენს სიძეს აქ ჩამოსვლამდე და რა საფრთხე ემუქრება ამჟამად.

1999 წლის ნოემბერში, როცა სპილო მოსკოვის ზოოპარკიდან ერევნის ზოოპარკში გადაჰყავდათ, გრანდი სულ პატარა, 4 წლის იყო. გზაში კონტეინერი ამოტრიალდა. ერთი შეხედვით სპილოს დაზიანებები არ ემჩნეოდა, მაგრამ როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ინციდენტის შედეგად ახლად ამოწვერილი, პატარა ეშვები მოუტეხავს. ერევნის ზოოპარკში ჩასულს, რამდენიმე ხნის შემდეგ, სისხლდენა დაეწყო, მოგვიანებით კი ორგანიზმის დაინფიცირების საფრთხეც გაჩნდა. მოწვეულმა ჰოლანდიელმა ვეტექიმებმა დაადგინეს, რომ ჭრილობებში ჩირქი დაგროვილიყო და ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ეშვების ყოველდღიური გამორეცხვა გახდებოდა საჭირო.

ასე რეცხვა-რეცხვაში ჩაიარა რამდენიმე წელმა. ჩვენ რომ კბილი აგვტკივდება და გავქანდებით სტომატოლოგთან, სპილოებს ასე მარტივად კი არ აქვთ ცხოვრება მოწყობილი...

2014 წელს გრანდი თბილისში ჩამოვიყვანეთ და მალევე დავგეგმეთ ურთულესი ოპერაცია. სპილოს ეშვები ყბის ძვალთან იმდენად ახლოს ჰქონდა მოტეხილი, რომ ამ მდგომარეობაში ცხოველის დიდი ხნით დატოვება დაუშვებელი იყო. ორგანიზმში მუდმივი ანთებითი კერის არსებობას, დროთა განმავლობაში, შესაძლოა მისი დაღუპვა გამოეწვია. ამიტომაც, სპილოს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ოპერაციის გაკეთება და მოტეხილი ეშვების ამოღება გადაწყდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ოპერაცია გართულდა და დაგეგმილზე მეტი დრო გაგრძელდა, მხოლოდ ერთი ეშვის ამოღება მოხერხდა. დაგვწყვიტა ნერვიულობით. ანესთეზიის შემდგომ წამოდგომა გაუჭირდა და კინაღამ გამოგვეცალა ხელიდან ეს მრავალტონიანი ვაჟკაცი. მერე წყალდიდობამ დაგვცა. და აი, როგორც იქნა, დადგა მეორე ოპერაციის დროც.

სხვა გზა არ აქვს, უნდა იყოჩაღოს ჩვენმა ბიჭმა. უნდა იყოჩაღოს, თუ გადარჩენა უნდა. თან ამჯერად მას მთელი მსოფლიო გაიცნობს. BBC ახალ სერიალში, სახელწოდებით Big Animal Surgery – „დიდი ცხოველების ოპერაციები“, გრანდის ოპერაციას ერთ მთლიან ეპიზოდს დაუთმობს.

სანერვიულო ნამდვილად გვაქვს. ასეთი დიდი ცხოველის ანესთეზიის ქვეშ ხანგრძლივად ყოფნა ძალზე სარისკოა. არსებობს შემთხვევები, როდესაც ოპერაციის შემდეგ ვეღარ ხერხდება სპილოს ანესთეზიიდან გამოყვანა და ცხოველი იღუპება.

იმედია, გაუძლებს და არ დაგვიქვრივებს მალკას.

ჰო, მალკას რაც შეეხება: გრანდისა და მალკას დაოჯახების ისტორიას ხვალინდელ პოსტში გიამბობთ, თორემ ეს პოსტი უკვე იმხელა გამოვიდა, საეჭვოა, ბოლომდე ჩაიკითხოს თანამედროვე, მოკლე-მოკლე ინფორმაციებს მიჩვეულმა მკითხველმა.“- ნათქვამია ზოოპარკის ფეისბუკგვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42