"ღმერთმა თავისთან წაიყვანა და ის იქ კარგად იქნება" - რას წერდა 9 წლის მოკლული გოგონა ბიძაზე
სოც.მედია - 14:42, 26 Oct, 2018     3271
სოციალურ ქსელში გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ემოციური ჩანაწერი ვრცელდება. გოგონა თხზულებას ერთი წლის წინ გარდაცვლილ ბიძას უძღვნის, რო­მე­ლიც 30 წლამ­დე ასა­კის იყო და კას­პის რა­ი­ონ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა.

"მე მოწყენილი ვარ, როდესაც ჩემი ბიძა მახსენდება. მე მწყინს, რომ ის ჩემთან არ არის. ამ დროს ფიქრი იქით მიმდის, რომ ის ძალიან კეთილი იყო. ღმერთა თავისთან წაიყვანა და ის იქ კარგად იქნება. ამის შემდეგ კარგ ხასიათზე ვდგები" - წერდა მოკლული გოგონა.

გოგონას ოჯახი გუშინ დილიდან ეძებდა. ცხედარი გვიან ღამით გორის რაიონის სასამართლოს ეზოში იპოვეს. ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე თავდაპირველად რამდენიმე ვერსია ვრცელდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე 33 წლის იაგო ნებიერიძე დააკავა, რომელიც წარსულში ნასამართლევი პირია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცის კუთვნილი მობილურ ტელეფონში მოკლული გოგონას რამდნეიმე დღით ადრე არის გადაღებული ფოტოები აღმოჩნდა, რის გამოც ადგილობრივები ეჭვობენ, რომ ბრალდებული ბავშვს უთვალთვალებდა.

როგორც "ნიუპოსტს" ადგილობრივებმა უთხრეს, მკვლელობა გოგონას საცხოვრებელი ქუჩის პარალელურ ქუჩაზე ერთ-ერთ სახლში მოხდა, მკვლელობაში ბრალდებული პირი კი სავარაუდოდ ამ სახლში მუშად მუშაობდა.

ადგილობრივების განცხადებით, ისინი ეჭვს გამოთქვამენ, რომ ბრალდებულმა გოგონა სახლის სარდაფში ჩაიყვანა და სავარაუდოდ, იძალადა.

მათივე თქმით, ნანიკო ბერიაშვილი სასტიკად ნაწამებია. მოზარდს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობებიც აღენიშნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42