“ეს საზარელი მკვლელობა მეორე საქმეა, რაც მახსენდება ამ ბოლო დროს, სადაც საზოგადოების რეაქცია არის შოკი. რანაირად შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო, როგორ შეიძლება, ეს ადამიანმა ჩაიდინოს, მით უმეტეს, ქართველმა??
ჰოდა, მე მიკვირს, რა გაოგნებთ ასე. რამდენიმე დღის წინ “პირველ არხს” ნიუსი ჰქონდა, 50 წლის ირანელი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვესო და ქვემოთ კომენტარები იყო ზიზღით, სიძულვილით, რასისტული გამოხტომებით სავსე. თან არ იფიქროთ, რამე ნეონაცისტური დაჯგუფებების წევრების მიერ. ჩვეულებრივი ხალხი – სტაჟიანი მიმტანი, შუა ასაკის ქალი, ახალგაზრდა ექიმი, კუნთიანი ვაჟკაცი, ყველა ერთად შეიკრიბა ერთი ირანელის სიკვდილის საზეიმოდ აღსანიშნად და უფრო მეტის სიკვდილი ისურვეს.
ჰოდა, ჩემი აზრი ისაა, რო ეგრე არ გამოდის, ცხოვრებაში მარტო ერთი ჯგუფი გძულდეს, და ერთი ჯგუფის მიმართ იყო არაადამიანი. ეს ზიზღი და სიძულვილი არსებობს საზოგადოებაში თავისთავად, და მერე ზოგი ირანელის სიკვდილს ზეიმობს, ზოგი ოჯახში ძალადობს, ზოგი ამერიკელების ოჯახს ხოცავს, ზოგი 9 წლის ბავშვს და ზოგი ახალგაზრდა ბიჭს რუსულად ლაპარაკის გამო.
ამ ზიზღს, რომელსაც თავისი გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდები აქვს, თავის მხრივ არავინ ებრძვის, ყველა თავისთვის ცდილობს გამოიყენოს და მოირგოს, წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით.
პარტიებს და იდეოლოგიებს რომ თავი დავანებოთ, არხებიც ეგრე ანიუსებენ ამბებს – “50 წლის ირანელი მამაკაცი”, თითქოს 50 წლის ქართველის სიკვდილი სხვაა, და ირანელის – სხვა. აი, კლასში მასწავლებლებმა რო იცოდნენ, დაბულინგებულ ბავშვზე რო ჩაიქირქილებდნენ რაღაცას, ზუსტად ეგრე" - წერს ნიკა არევაძე.
მასალის გამოყენების პირობები






