აშშ-ის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს: ქართულ სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობაა
საზოგადოება - 14:42, 25 Oct, 2018     1320
აშშ-ის საელჩო აფრთხილებს საქართველოში მცხოვრებ ამერიკის მოქალაქეებს, რომ საქართველოში წარმოებულ სანელებლებში აღმოჩენილია ტყვიის მაღალი შემცველობა.


„აშშ-ის საელჩოს მიერ ახლახან ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადგილობრივი წარმოების სანელებლების ორ სინჯში (ხმელი სუნელი და ყვითელი ყვავილი) ტყვიის შემცველობა მნიშვნელოვნად აღემატება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაშვებულ მაჩვენებლებს. ორივე პროდუქტი წარმოებულია „GEO-Group“-ის მიერ და ნაყიდია „აგროჰაბში“, - წერია აშშ-ის საელჩოს მიერ საქართველოში მცხოვრები ამერიკის მოქალაქეებისთვის 25 ოქტომბერს გაგზავნილ მიმართვაში.

ტექსტში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რკინის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა დაფქულ წითელ წიწაკაში, რომელიც ასევე წარმოებულია „GEO-Group“-ის მიერ და ნაყიდია ახალციხეში მოქმედ სავაჭრო ობიექტში. „გარდა ამისა, ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმაც დაადგინა, რომ ტყვიის მაღალი შემცველობაა საქართველოში წარმოებულ გარკვეულ სანელებლებში“, - ვკითხულობთ ამერიკის საელჩოს მიმართვაში.

საელჩო აფრთხილებს ამერიკის მოქალაქეებს, რომ საქართველოში წარმოებული სანელებლებზე არ ვრცელდება სურსათის უვნებლობის შეერთებულ შტატებში მოქმედი სტანდარტები და აშშ-ის სამთავრობო პერსონალს ურჩევს, სანელებლები შეიძინონ ამერიკაში ანდა საერთაშორისო დონეზე აღიარებული მწარმოებლებისგან.

მიმართვაში ჩამოთვლილია აშშ-ის საელჩოს რეკომენდაციები:

- სიფრთხილე გამოიჩინეთ, ადგილობრივი წარმოების სანელებლების ყიდვისას;

- სანელებლები შეიძინეთ მხოლოდ ამერიკაში ანდა საერთაშორისო დონეზე აღიარებული მწარმოებლებისგან;

- კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, ხომ არ სჭირდებათ თქვენს შვილებს სისხლის შემოწმება ტყვიის შემცველობაზე;

გაეცანით აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას საქართველოში მოგზაურთა ჯანმრთელობის შესახებ.

წყარო www.radiotavisupleba.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42