26 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში" გაიხსნება. ღონისძიება ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა უნივერსიტეტებს. მსოფლიოს 9 სახელმწიფოდან წარმოდგენილია 120-მდე ნაშრომი და სამეცნიერო სტატია.
კონფერენციის გახსნას თსუ რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი, მოწვეული სტუმები დაესწრებიან.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია
მასალის გამოყენების პირობები






