"თავი ჩამაღუნინეს, ყველა თანამშრომელი მცემდა. დაცვის პოლიციის თანდასწრებით მცემეს, მათ კი ხმა არ გაუღიათ"- აცხადებს ახალგაზრდა.
ალიბეგაშვილი ამბობს, რომ ინცინდენტის შემდეგ, მას ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.
"ნიუპოსტი" შინაგან სამეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ 17 ოქტომბერს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში დაიწყო გამოძიება თბილისში, გლდანში მდებარე ერთ-ერთი სლოტკლუბში მოქალაქის ცემის ფაქტზე.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლით მიმდინარეობს.
"გამოძიების ფარგლებში ჩატარდა მოწმეთა გამოკითხვები. მოქალაქე ვ.ა. პოლიციაში გამოცხადდა დანაშაულიდან მე-4 დღეს, ჩვენების მიცემამდე მოითხოვა ადვოკატის ჩართვა. პოლიცია ამ დრომდე ელოდება, მისი როგორც საქმის მთავარი ფიგურანტის ჩვენებას. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. სასამართლო განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს მტკიცებულებების შეგროვება, მათ შორის ვიდეო სამეთვალყურეო ჩანაწერების"- აცხადებენ საქართველოს შინაგან სამეთა სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები






