ახალციხეში 15 წლის გოგონა თანატოლმა სავარაუდოდ გააუპატიურა - მოზარდი კლასელებმა გარიყეს (ვიდეო)
საზოგადოება - 17:16, 24 Oct, 2018     13061

TV9-ის ინფორმაციით, ახალციხეში ახალგაზრდა ქალი მის არასრულწლოვან შვილზე შესაძლო ძალადობის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს. 15 წლის გოგონას დედა ამბობს, რომ საქმე გაუპატიურების მუხლით მარტში აღიძრა, თუმცა სამართალდამცველებმა დეტალების მოკვლევა ცხრა თვის შემდეგ დაიწყეს.

სავარაუდოდ, ძალადობის მსხვერპლი 15 წლის გოგო ამბობს, რომ თანაკლასელმა ბიჭმა მასზე გასული წლის დეკემბერში იძალადა. გოგოს თქმით, ბიჭი მას დანით ემუქრებოდა, რომ მომხდარის შესახებ, არავისთვის მოეყოლა, რის გამოც სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლი ამბავს რამდენიმე თვე მალავდა.

კლასელზე ძალადობის შესახებ მოსაწვლეებმა მომხდარიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მას მერე გაიგეს, რაც ისინი პოლიციამ დაკითხა. დაზარალებული გოგოს თქმით, ის ეჭვობს რომ კლასელებმა მასთან კონტაქტი მომხდარის გამო შეწყვიტეს. ის სკოლაში რამდენჯერმე შეუძლოდაც გახდა. გოგოს მშობელი ამბობს, რომ სკოლაში შექმნილი დაძაბული მდგომარეობის გამო, სკოლის დირექტორმა გოგოს სხვა სკოლაში გადაყვანა მოითხოვა.

გოგოზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე, მისი კლასელების მშობლებმაც სამართალდამცველებისგან შეიტყვეს. დედების ნაწილს არ სურდა, რომ სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლს მათ შვილებთან ერთად ესწავლა და ამის გამო მშობლებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. თუმცა საბოლოოდ, როგორც სიუჟეტის ერთ-ერთი წყარო ჰყვება, მშ`ბლების ნაწილმა შეძლო სიტუაციის განეიტრალება. განცხადებაზე ხელმომწერი მშობლები თავიანთ გადაწყვეტილებას საკუთარი შვილების დაცვის მოტივით ხსნიან, თუმცა უჭირთ დაკონკრეტება, თუ რაში გამოიხატება სხვა მოსწავლეთა უფლებების დარღვევა. განცხადებაზე 22 მშობლიდან ხელი 10-ს აქვს მოწერილი.

სკოლაში მოსაწვლის შევიწროების ფაქტს სკოლის დირექტორი უარყოფს და კომენტარზეც უარს აცხადებს.

"სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი პრობლემის იდენტიფიცირების მომენტიდან ფლობენ ინფორმაციას და აქტიურ კომუნიკაციას ამყარებენ ბავშვებთან და ოჯახთან. ინტენსიური ურთიერთობის პროცესში გამოკვეთილი საკითხები კომპეტენტური პირების ჩართულობით ეტაპობრივად გვარდება. რაც შეეხება სკოლაში მიმდინარე საკითხებს - ეს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით და მათი მეთვალყურეობით უნდა მოგვარდეს. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები, რესურსცენტრის უფროსთან ერთად, არაერთხელ იყვნენ სკოლაში და გაესაუბრნენ დირექტორსა და პედაგოგებს. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, დაგეგმილია მოსწავლეების მშობლებთან შეხვედრაც", - აცხადებენ სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების ცენტრში.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 2018 წლის მარტში სოციალური მომსახურების სააგენტოდან შესული წერილის საფუძველზე დაიწყო. საქმის მოვკლევა თავიდან 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის მუხლით დაიწყეს, 19 სექტემბერს კი საქმე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება გაუპატიურებისა და მუქარის მუხლებით გაგრძელდა. შსს-ში ამბობენ, რომ გოგოს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა დასკვნის შესახებ ინფორმაცია გამოძიებისთვის ჯერ ცნობილი არ არის.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42