„ტვ პირველის“ ჟურნალისტი, გადაცემა „რეაქციას“ წამყვანი ინგა გრიგოლია ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ იმედია მას შეახსენებენ რა საშინელებები ხდებოდა, მაშინ როცა მას და არა მარტო მას, პირადი ცხოვრებსი ამსახველი კადრების გამოქვეყნებით აშანტაჟებდნენ:
„დიდი იმედი მაქვს, დღეს მაინც შეახსენებენ ბიძინა ივანიშვილს,რა საშინელებები ხდებოდა ჩემს(და არა მხოლოდ ჩემს ) თავს,როცა პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნებით მაშანტაჟებდნენ , როცა ვიღაცეებს გამოუქვეყნეს და მორალური ტერაქტები მოუწყეს და ამის გამო, კაცი არაა დასჯილი...თუ არ შეახსენებთ,ვისაც გევალებათ, Gogi Gvakharia -ს უახლოესი გადაცემა აჩვენეთ ,რომელიც მალე გავა ეთერში, რომ სხვა დროს, ამ კითხვას როცა დაუსვამენ, გაახსენდეს, რა ხდებოდა სულ რაღაც ორიოდე წლის წინ ქვეყანაში“, - წერს ინგა გრიგოლია.
მასალის გამოყენების პირობები






