ხელოვნების სასახლის დირექტორი ქართლ-კახეთის მეფის თეიმურაზის პორტრეტის ფოტო მასალას ასაჯაროებს, რომელიც ლონდონში იქნა შეძენილი:
„ფონდ "ქართუს" მიერ შეძენილი ნახატის მისამართით არის ძალიან დიდი ინტერესი, მთელი დღე ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა, ძლივს მოვიტანეთ თავი საღამომდე და ახლა ვასაჯაროებთ პირველ ფოტო მასალას. ხვალ კადრებს იხილავთ, ზეგიდან კი ორი დღის განმავლობაში ყველას საშუალება ექნება ორგინალი საკუთარი თვალით იხილოს. პორტრეტი ხელოვნების სასახლეში 25-26 ოქტომბერს 11 დან 18 საათამდე გამოფენილი იქნება და ნებისმიერს მისი დათვალიერების საშუალება ექნება. პორტრეტის სანახავად ბილეთის საფასურის გადახდა არ მოგიწევთ. მაშ ასე მისი უბრწყინვალესობა ქართლ კახეთის გვირგვინოსანი, მეფე პოეტის თეიმურაზის პორტრეტი 257 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.”- წერს გიორგი კალანდია
მასალის გამოყენების პირობები






